Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

მხოლოდ ორი ინგრედიენტი და თრომბოზისგან დაზღვეული იქნებით

მხოლოდ ორი ინგრედიენტი და თრომბოზისგან დაზღვეული იქნებით

თრომბოზი, კოვიდინფექციის გართულებაა. მის თავიდან ასაცილებლად ექიმი ოთარ ტატიშვილი გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ნივრისგან სისხლის გასათხელებელი ნაზავი.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ნიორი
  • სპირტი ან არაყი

რამდენიმე კბილი ნიორი გაჭყლიტეთ, გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ჭიქა სპირტი ან არაყი, დააფარეთ კონტეინერს თავზე და დატოვეთ ბნელ ადგილზე 10 დღის განმავლობაში. 10 დღის გასვლის შემდეგ, გაწურეთ, დარჩენილი მასიდან 10-10 წვეთი გახსენით წყალში და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

ვიდეო ნახეთ ​ბმულზე

წყარო: იმედის დილა

 

წაიკითხეთ სრულად