Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა განხორციელდეს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - მაგალითი

როგორ უნდა განხორციელდეს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - მაგალითი

გთავაზობთ, თბილისის 84-ე საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა ჩატარდა ამავე სკოლის პედაგოგის ნინო დანელიშვილის მიერ მე-10 კლასში. 

საკვლევი საკითხი იყო დროის მართვის გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესში. ნაშრომში წარმოდგენილია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მიმოხილვა, პრაქტიკული კვლევის მეთოდოლოგია, აღწერილია კვლევის ეტაპები: • პრობლემის იდენტიფიცირება; • პრობლემის გამომწვევი მიზეზები; • ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების და ინტერვენციების შეფასება.

კვლევა იხილეთ ბმულზე -​ ​​როგორ მოვახდინოთ დროის ეფექტურად მართვის ხელშეწყობა საგაკვეთილო პროცესში საშუალო საფეხურზე

წაიკითხეთ სრულად