Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

შეზღუდვები, რომლებიც, სავარაუდოდ, 28 ნოემბრიდან დაწესდება

საქართველოში კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდოდ, აიკრძალება ყველა ტიპის მაღაზიის საქმიანობა, გარდა სურსათის მაღაზიებისა( ონლაინვაჭრობა ნებადართული დარჩება). შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, აიკრძალება სპორტდარბაზები, თუმცა იმუშავებს სალონები. გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს.

ვრცლად იხილეთ ვიდეოში ☝️

წაიკითხეთ სრულად