Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

გარე დაკვირვების მომლოდინეთა საყურადღებოდ!!!

გარე დაკვირვების მომლოდინეთა საყურადღებოდ!!!
,,გარე დაკვირვების მომლოდინეთა საყურადღებოდ,

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმ პედაგოგებს რომლებთანაც დაგეგმილი იყო პირისპირ ფორმატში გარედაკვირვება და სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმში, ეძლევათ შემდეგი შესაძლებლობა:

ან გაიარონ გარედაკვირვება იმ ფორმატში, რომელი ფორმატითაც მუშაობს სკოლა (დისტანციურად), ან გადაუვადდებათ გარე დაკვირვება დეკემბერში, იმ საგაკვეთილო ფორმატით, რომელიც იმ კონრეტული კლასის გეგმით იქნება გათვლილი.

და თუ დეკემბერში არ იქნება პირისპირ სწავლების ფორმატი, იგეგმება ცვლილება, რომ მათ საშუალება მიეცეთ პროცესი გაიარონ დისტანციურად ან კვლავ გადაავადონ მეორე სემესტრში.

ვადის ცვლილების სურვილის შემთხვევაში უნდა მოგვმართოთ წერილობით,'' - აღნიშნულ განცხადებას მასწავლებლის სახლი აქვეყნებს. 

წაიკითხეთ სრულად