Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გახდება ცნობილი დეტალური ინფორმაცია მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდის შესახებ?

როდის გახდება ცნობილი დეტალური ინფორმაცია მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდის შესახებ?

შეძლებენ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე მაძიებლები გასვლას და როდის გახდება ცნობილი გამოცდის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის? - აღნიშნული კითხვებით ​MomsEdu.ge-ს არაერთი მასწავლებელი დაუკაშვირდა. 

როგორც ნაეკში აღნიშნეს, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაციის დეტალები მომდევნო კვირისთვის გახდება ცნობილი. რაც შეეხებათ მაძიებლებს, მათთვის გამოცდაზე რეგისტრაცია გაზაფხულზე დაიწყება, გამოცდა კი ზაფხულში ჩატარდება.

წაიკითხეთ სრულად