Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციები ცენტრში მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში და ვიზიტორთა ფიზიკური მიღება დროებით შეზღუდულია.

თქვენთვის სასურველ საკითხზე კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამისი პროგრამის მენეჯერს ელექტრონულ ფოსტაზე, ან დაურეკოთ მობილურ ტელეფონებზე. ცხელი ხაზი: +995 (32) 2 200220 (47 08), ელ-ფოსტა: [email protected],“ - წერია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

წაიკითხეთ სრულად