Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბედნიერი დილა დაიწყო... დადასტურებული ამბავია''

,,ბედნიერი დილა დაიწყო... დადასტურებული ამბავია''
,,ბედნიერი დილა დაიწყო...
ამ ბავშვის კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა.
ასობით კილომეტრი მარტომ გაიარა. ახლა კი დადასტურებული ამბავია იპოვეს მშობლებმა და მას საფრთხე აღარ ემუქრება. ყველა ბავშვი ბედნიერი უნდა იყოს თავის მშობლებთან...'' - აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძე ავრცელებს. 

წაიკითხეთ სრულად