Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა, ეს ანტიპედაგოგიკაა'' - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

,,კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა, ეს ანტიპედაგოგიკაა'' - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

,,ზაფხული, ეს არის თავისუფლება, ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას ,,ჰაერზე წაყვანას" ვეძახით. სინამდვილეში, ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქალაქის ტიპის დასახლებაში შეზღუდულია. სულ რომ ათოთახიანი ბინა გქონდეთ, ის მაინც ჩაკეტილი სისტემაა. შესაბამისად, ზაფხული, თავისუფლება, ღია მინდორი, სივრცე - ძალიან არის მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. 

კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა. ეს მართლა ანტიპედაგოგიკაა. მშობლებსაც უხარიათ, რომ ერთ-ორი საათი ამეცადინებენ ბავშვებს. უნდა ირბინონ ბავშვებმა - ეს განვითარებაა და მიეცით საშუალება, რომ განვითარდნენ,'' - აღნიშულის შესახებ ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა. 

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად