Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენს მასწავლებლებს რომ შევადაროთ, სრული კონტრასტია...“ - როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და ლიდერი? - აღნიშნულ თემაზე ქართველი ბიზნესკონსულტანტი, ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი, ჟურნალისტი, მარკეტოლოგი დათო გოგიჩაიშვილი საუბრობს. 

„ცხოვრებაში მასწავლებელი გვყოლია ბევრი - 80, 100, მაგრამ დასამახსოვრებელი იქიდან მყოლია ერთი, ორი, სამი, ალბათ?“ - აღნიშნავს დათო გოგიჩაიშვილი, რის შემდეგაც ებრაელი მასწავლებლის ისტორიას ჰყვება და მას თავის ინგლისურის მასწავლებელს ადარებს. 

წაიკითხეთ სრულად