Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა ვებინარი საგნობრივ და ზოგადპროფესიულ საკითხებზე

მასწავლებელთა ვებინარი საგნობრივ და ზოგადპროფესიულ საკითხებზე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დამწყები პედაგოგების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით იწყებს ვებინარების ციკლს, რომელთა თემატიკა დაკავშირებული იქნება როგორც საგნობრივ, ასევე ზოგადპროფესიულ საკითხებთან.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 16:00საათზე გიწვევთ ვებინარზე: „განმავითარებელი შეფასება“. ვებინარს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების ექსპერტი, მარიანა ხუნძაყიშვილი. ხანგრძლივობა - 1 საათი.

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად,საკმარისია გქონდეთ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და ყურსასმენები. ვებინარის მიმდინარეობისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოგზავნოთ კითხვები და/ან ჩაერთოთ დისკუსიაში.

16 ოქტომბერს ვებინარის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე უნდა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეუერთდეთ ​ჯგუფს.  იხილეთ ინსტრუქცია.

წაიკითხეთ სრულად