Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

სამკურნალო საშუალება, რომელმაც წესით კოვიდი უნდა დაამარცხოს

სამკურნალო საშუალება, რომელმაც წესით კოვიდი უნდა დაამარცხოს

პანდემიასთან ბრძოლის ახალ პერსპექტივა - გაამართლებს თუ არა, ექსპერიმენტული წამალი კოვიდთან ბრძოლაში. 

აღნიშნულ თემაზე ავსტრიაში მოღვაწე სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი გერალდ ვირნსბერგერი საუბრობს. მისი თქმით, მედიკამენტი კორონავირუსს საშუალებას არ მისცემს ორგანოები დააზიანოს. წამალს ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც კორონავირუსის დროს ხელს უშლის ორგანიზმში ანთებითი პროცესების წარმოქმნას და დაავადების რთული ფორმებით მიმდინარეობას:

,,ამ მედიკამენტის მოქმედების ორ ფორმას აკვირდება ჩვენი ინსტიტუტი - ინტრავენური და საინჰალაციო. ინტრავენური ფორმით მედიკამენტი ნაწილდება მთელს ორგანიზმში და აღწევს ყველა სივრცეში, ხოლო საინჰალაციო ფორმის დროს მედიკამენტი სწრაფად გადის ბრონხებში და ფილტვებში. ამ ფორმის გამოყენება დაავადების საწყის ფაზაშია უმჯობესი, რადგან იგი ხელს უშლის დაავადების მთელ ოგანიზმში გავრცელებას, განსაკუთრებით ფილტვებში, რაც როგორც ვიცით, დაავადების მძიმე მიმდინარეობას განაპირობებს. დაავადების მძიმედ მიმდინარეობის დროს კი ინტრავენური (მედიკამენტის გადასხმით),  მკურნალობაა ეფექტური,'' - დასძინა გერალდ ვირნსბერგერმა. 

წყარო: ​,,დროება'' 

წაიკითხეთ სრულად