Baby Bag

„სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით ან „პი სი არ“ თუ სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ''

,,ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით ან „პი სი არ“ თუ სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ''

,,ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით ან „პი სი არ“ თუ სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ნებისმიერი სახის თავყრილობაზე:

„განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ნებისმიერი სახის თავყრილობაზე - იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, ფესტივალი თუ სხვა. ეს დავალება შესაბამის ორგანოებს მიეცა და აღსრულება აუცილებლად გამკაცრდება.

ასევე ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით ან „პი სი არ“ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ.

თუ ეს და კიდევ რამდენიმე ჩვენი წინადადება შესაბამისად არ იქნება აღსრულებული, მაშინ სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება წინადადებები. ჩვენ ყველა პარამეტრით დღეს გვაქვს იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად