კრიტიკული ესეები კაპიტალიზმის შესახებ

როგორ შევარჩიოთ განმავითარებელი წიგნი ბავშვისთვის ადრეულ ასაკში? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს კლინიკური ფსიქოლოგი თათია მჟავია ესაუბრა.
- რა როლი აქვს ადრეული ასაკის ბავშვის განვითარებისთვის წიგნების სწორად შერჩევას?
- ადრეულ ასაკში წიგნის საშუალებით მიღებული ინფორმაცია პატარებს ეხმარება სამყაროს, ახალი საგნებისა და მოვლენების შემეცნებაში. პატარებისთვის სწორად შერჩეული წიგნი ხელს უწყობს ბავშვის მეტყველების, მხედველობის, კომუნიკაციის და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას.
წიგნის შერჩევისას მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი და ინტერესები. ადრეულ ასაკში მნიშვნელოვანია წიგნი იყოს დასურათებული, მკვეთრი ფერებითა და ფორმებით, ნახატები უნდა იყოს დიდი ზომის დამარტივად აღსაქმელი. ამ ტიპის წიგნები ძირითადად მეტყველებისა და მხედველობის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
- როგორ შევარჩიოთ განმავითარებელი წიგნი ბავშვისთვის, ადრეულ ასაკში?
- წიგნების შეძენისას გირჩევთ გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
- ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?
- 18-30 თვის ასაკში, პატარებს უყვართ მარტივი ისტორიები და ზღაპრები მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით. გირჩევთ პატარებს წაუკითხოთ ისეთი წიგნები, რომლებშიც მთავარი გმირი ცდილობს პრობლემის გადაჭრას, წინადადებები და სიტყვები უნდა იყოს ბავშვისთვის გასაგები და ნაცნობი. რაც შეეხება ზღაპრებსა და საბავშვო ლიტერატურას, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველ წიგნსა და ემოციას, რომელიც ბავშვებს კითხვისას ან თხრობისას ეუფლებათ. ამიტომ, გირჩევთ, წიგნი თქვენს შვილებთან ერთად შეარჩიოთ. ყურადღებით შეარჩიეთ წიგნის მოცულობა, ილუსტრაციები და რაც მთავარია, შინაარსი. წიგნის სიუჟეტი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი შვილის ინტერესებს.
წიგნთან გატარებული დრო ბავშვისთვის უნდა აღიქმებოდეს, როგორც სასიამოვნო პროცესი, ამის საუკეთესო საშუალება კი შვილისთვის პირადი მაგალითის მიცემაა. იკითხეთ თქვენი შვილის თანდასწრებით, გამოხატეთ ემოციები. ჩართეთ წიგნის კითხვა დღის რუტინაში. მგზავრობისას ან ძილის წინ გამოყავით წიგნისთვის დრო. დღეში სულ რაღაც 15-30 წუთი, სრულიად საკმარისია ბავშვისთვის კითხვის ინტერესის გასაღვივებლად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური