Baby Bag

covid-19-ზე სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგების შერჩევითი ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება

covid-19-ზე სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგების შერჩევითი ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების ე.წ. რანდომული, შერჩევითი ტესტირება, ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება, - ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ​ავრცელებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის მეთოდოლოგიაზე უკვე შეჯერებულია.

ამასთან, მისივე თქმით, კვლევა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა 16%-ს, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება.

„შევთანხმდით მეთოდოლოგიაზე, როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლების ე.წ. რანდომული ტესტირება. შევთანხმდით რა პროცენტზე უნდა ავიღოთ მონაცემები, ვალიდური რომ იყოს კვლევა. ვფიქრობთ, რომ იმ კვირიდან დავიწყებთ, ორშაბათიდან ან სამშაბათიდან. ტესტირება ყველა სკოლაში ჩატარდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ორ კვირაში ერთხელ დაახლოებით 16 % -ს გამოვიკვლევთ, ასე შევთანხმდით. თბილისსა და რეგიონებში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებს მოვიცავთ. სკოლები მიემაგრებიან ლაბორატორიებს. მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით 26 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, ტესტირების შედეგად მიღებული მონაცემები ხომ არ იმოქმედებს სწავლების პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, გამყრელიძის თქმით, ტესტირება ტარდება იმისთვის, რომ ცნობილი იყოს მონაცემები, რა მასშტაბითაა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ვირუსის ცირკულაცია.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო​“

შეიძლება დაინტერესდეთ

PCR ტესტი 60 ლარი ბინაზე გამოძახებით, 55 ლარი ლაბორატორიაში მომსახურებისას

PCR ტესტი 60 ლარი ბინაზე გამოძახებით, 55 ლარი ლაბორატორიაში მომსახურებისას

ომიკრონის შტამის გამოვლენის შემდეგ, ქვეყანაში და მათ შორის ქუთაისში საგრძნობლად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა. 

საკმაოდ დიდია მიმართვიანობა პისიარ ტესტებთან დაკავშირებით. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ​GM Diagnostic გთავაზობთ ერთთვიან აქციას - 14 თებერვლამდე აქციის ფარგლებში PCR 60 ლარი ბინაზე გამოძახებით, 55 ლარი ლაბორატორიაში მომსახურებისას. 

GM Diagnostic ლაბორატორიის პისიარ ტესტის შედეგით შესაძლებელია ახალი ომიკრონ შტამის დადგენა ქუთაისის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში (ემატება ტრანპორტირების თანხა კოლომეტრების მიხედვით) დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 596 000 990 ან მისწერეთ Facebook გვერდზე - GM Diagnostic.

R. 


წაიკითხეთ სრულად