Baby Bag

მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ​ნანგრევებში იყო.

ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მიწისძვრიდან დაახლოებით 23 საათის შემდეგ ელიფის დედა, 10 წლის ტყუპები და 7 წლის ძმაც ცოცხალი ამოიყვანეს. პატარა ძმა გარდაიცვალა, დედა და ტყუპები კი საავადმყოფოში მკურნალობენ.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 962 დაშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის''

,,საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სინოვაკით აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

,,საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.

პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები

შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).

დასკვნა:

  • საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო
  • საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)
  • საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი - 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)
  • მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი
აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე.

არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად