,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სისტემა იცვლება
საქართველოში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სისტემა იცვლება. ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის თარიღები პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების გრაფიკის მიხედვით განისაზღვრება. 2022 წლის პირველი ინავრიდან პენსიის მიმღებები გადასახადს თვის16 რიცხვამდე, ხოლო სოციალური დახმარების მიმღები პირები 22 რიცხვამდე გადაიხდიან. ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სისტემაში შეტანილ ცვლილებებზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
„დეკემბერ-იანვარი გარდამავალი ეტაპია. ადრე თბილისში თვის სხვადასხვა რიცხვში მიდიოდნენ სხვადასხვა აბონენტთან. ეს ყველაფერი სწორდება. მრიცხველებს წაიკითხავენ მხოლოდ თვის ბოლო 29, 30, 31 რიცხვებში. პირველი იანვრიდან თვიდან თვემდე დაჯდება დარიცხვა. ის, რაც ძველი პერიოდის მოხმარება იყო, ერთი ნახევარი მიუვათ ერთი ქვითრით, მეორე ნახევარი - მეორე ქვითრით. ნუ დარჩებათ შთაბეჭდილება, რომ ორმაგი დარიცხვა მიუვათ. ეს იქნება ჯამში ერთი თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა, რომ გასწორდეს თანხები. პირველი იანვრიდან მომხმარებლები თვეში მხოლოდ ერთ ქვითარს მიიღებენ,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
„გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო პერიოდში მივიღეთ ეხებათ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს. მათ არანაირი ინფორმაციის წარდგენა არ სჭირდებათ. ავტომატურად ჩაერთვებიან სისტემაში. პენსიონერები ყოველთვის უჩიოდნენ იმას, რომ სანამ ისინი პენსიას აიღებდნენ, მანამდე მისდიოდათ გადასახადი. მათთვის და სოციალურად დაუცველებისთვის გადასახადის გადახდის ვადა იქნა გადაწეული,“ - დასძინა დავით ნარმანიამ.