Baby Bag

,,კორონავირუსით გარდაცვალების უმრავლესი შემთხვევა დაგვიანებული მიმართვაა, საზოგადოების ურწმუნობა კორონავირუსის მიმართ სიცოცხლისთვის საშიშია''

,,კორონავირუსით გარდაცვალების უმრავლესი შემთხვევა დაგვიანებული მიმართვაა, საზოგადოების ურწმუნობა კორონავირუსის მიმართ სიცოცხლისთვის საშიშია'' - აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

ყველამ უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19? - აქტუალურ კითხვას ხათუნა ზახაშვილი პასუხობს
უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19 ყველამ? - აქტუალურ კითხვას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპ...
,,აჩვენეთ რა ხდება დასავლეთის ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანაში საავადმყოფოებში, იმაზე უა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ. მან...
„არ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის თაობა იყოს გაუნათლებელი“
„არ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის თაობა იყოს გაუნათლებელი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოზღვავება მოხდა პაციენტების, ბევრი პაციენტი მოვიდა შეშინებული,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მოზღვავება მოხდა პაციენტების, ბევრი პაციენტი მოვიდა შეშინებული,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმ პანიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც საზოგადოებაში ახალი სინდრომთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. მისი თქმით, სადღესასწაულო პერიოდში ხშირია ნაწლავური ინფექციები, რაც მშობლებში პანიკას კიდევ უფრო აძლიერებს:

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოში დაიწყო სწორედ წინასაახალწლო პერიოდში. სწორედ იმ დროს, როდესაც სახეზე გვაქვს მეტ-ნაკლებად კვებითი ტოქსიკური ინფექციები. ერთმანეთს დროში დაემთხვა ცხელებით მიმდინარე ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები და ​ახალი სინდრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მიუხედავად შეზღუდვისა ჩვენი მოსახლეობა მაინც ერთმანეთთან მიდიოდა. შესაბამისად კვებითი ინფექციის რამდენიმე შემთხვევა მე პირადად მქონდა.“

თემურ მიქელაძის თქმით, შემთხვევათა 100 %-ში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს:

„ამ ინფორმაციის გავრცელების მეორე დღიდან წარმოიქმნა პანიკა. ყველა კოვიდგადატანილმა თუ არგადატანილმა პაციენტმა დაიწყო ექიმთან მიმართვა. მე მინდა ავღნიშნო, რომ ორ პაციენტს, რომელსაც ახალი სინდრომი დაუდგინდა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა კოვიდის. უბრალოდ კვლევით დადგინდა, რომ ჰქონდათ ანტისხეულები. მკაცრად უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმები, თუ რა არის ეს სინდრომი:​ პირველი ნიშანი არის ცხელება, ის 100 % შემთხვევაში უნდა იყოს მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს. ცხელება უნდა იყოს მინიმუმ 4-6 დღე და ზემოთ. ცხელება მაღალია, 38,5-ზე ზემოთ. ის ძნელად ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს. მეორე კლინიკური სიმპტომი შეიძლება იყოს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, დიარეა, ღებინება.“

თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ახალი სინდრომის გამოვლენისას პროცესში ორი ან მეტი ორგანო უნდა იყოს ჩართული:

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს ჩართული უნდა იყოს ორი ორგანო და ზემოთ. აქ უნდა იყოს გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და ა.შ. შემდეგი ნიშანი არის ლორწოვანი გარსის ჩართულობა, სტომატიტები, კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ლეთარგია, მივარდნილია პაციენტი, კიდურების შეშუპება და გამონაყარი. ​ეს არის ძირითადი სიმპტომები. აუცილებელია, რომ ორზე მეტი სიმპტომი ერთად გვქონდეს.”

„მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. პირველივე დღესვე თუ არ დაისვა დიაგნოზი, არ დაზიანდება ღრმად კორონარები, ორგანოები და ორგანოთა სისტემები ისე, რომ ჩვენ ვერ მოვასწროთ მკურნალობა. დროულად, სწორად წარმართული მკურნალობის შემთხვევაში გამოსავალი არის კეთილსაიმედო. ასეთი ინფორმაცია სწორად უნდა მივაწოდოთ ადამიანებს. ​მოზღვავება მოხდა პაციენტების, 9 საათი ხომ კომენდანტია და მიწევდა ხელით საშვების წერა. ბევრი პაციენტი მოვიდა შეშინებული. ახალი წლის პერიოდს დაემთხვა ღებინებაც, დიარეაც, . ეს ყველაფერი რომ მულტისისტემურ ანთებით სინდრომს დაუკავშიროთ, ეს ასე არ არის. მთელი წლის განმავლობაში 21 წლამდე ასაკის ადამიანებში უნდა იყოს 70 შემთხვევა. დროული მკურნალობის შემთხვევაში ყველა 100 %-ით გამოჯანმრთელდება. “ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად