Baby Bag

,,ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ''

,,ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ''

„ვინც სახლში გადის მკურნალობას, პირველ რიგში წყლის მიღებაა ყველაზე კარგი. ასევე აუცილებელია მოძრაობა. კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, ადამიანს განძრევაც კი არ უნდა, მიუხედავად ამისა, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ბევრი ვიმოძრაოთ. არის გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. ასევე გაციების დროს ლიმონიანი ჩაი კარგია... ასე რომ, ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელიც სისხლის გამათხელებელია“, - აღნიშნულის შესახებ ,,იმედის დილის'' ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

„ის, რომ ჩვენ მივიღოთ 4 ლიტრი სითხე და თითქოს ეს პრევენციაა კოვიდის, არ არის მართალი,“ - პ...
​პედიატრი და ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის წყლის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მიღება პანდემიის დროს განსაკუთრებით სასურველია:„​წყალი უმნიშვნელოვანესია ცხო...
„არ დაიზაროთ და დილიდანვე სანტიმენტრი გამოიყენეთ“ - მარი მალაზონია კოვიდ-19-სა და წელის გა...
კოვიდ-19 და წელის გარშემოწერილობა - აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ავტორი და წამყვანი მარი მალაზონია საუბრობს. „​როგორც გამოცდი...
,,სატურაციის აპარატით სისხლში ჟანგბადის დონის შემოწმების შემდეგ, პაციენტები მომენტალურად წ...
სისხლში ჟანგბადის დონის შემოწმებაზე პულმუნოლოგი კახა ვაჭარაძე​ საუბრობს. ნახეთ ვიდეო ☝️

შეიძლება დაინტერესდეთ

ლატარია მათთვის, ვინც ვაქცინას გაიკეთებს - დეტალები

ლატარია მათთვის, ვინც ვაქცინას გაიკეთებს - დეტალები

საკოორდიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ადამიანები, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, ლატარიაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. 

,,ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მლნ. 800 ათას ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურად, გარდა ამისა იქნება კვირაში ერთხელ შემაჯამებელი გათამაშება. ასევე იქნება წლის ბოლოს დამატებითი შემაჯამებელი გათამაშება და მისი საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარი იქნება. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი,'' - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. 

კიდევ უფრო მეტ დეტალს ლატარიის კომპანიისგან შეიტყობს მოსახლეობა. 

წაიკითხეთ სრულად