ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე...''
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის გზებზე საუბრობს:
,,ისევ და ისევ უმარტივესზე ვდავობთ.
კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე არაა მხოლოდ მაშინ ინდიცირებული, თუკი კოვიდიანს აქვს ინფექციური გართულება, არამედ ინიშნება ადრე,
როცა გაქვს სიცხე 38-ზე მაღალი და ხველა,
ან სიცხე, რომელიც მიუხედავად პარაცეტამოლისა მაინც არის.
აქ მოცდა და ლოდინი არაა კარგი.
სითხე, მოძრაობა, პარაცეტამოლი/იბუპროფენი, აციტრომიცინი, ბევრი სიარული და ნაკლები წოლა, ძილი მაღალ სასთუმალზე.
თუკი არის ძალიან მშრალი ხველა, ემატება ამბროქსოლი ამოსახველებლად.
თუკი სუნთქვის უკმარისობაა, ემატება აეროზოლი ბუდეზონიდი და ტაბლეტის ფორმით სისტემური სტეროიდი მაქსიმუმ 8 მილიგრამი დექსამეტაზონი დღეში.
ოღონდაც,
სისტემური სტეროიდის დანიშვნამდე აუცილებელია ფილტვის კტ , ც რეაქტიული პროტეინი და დ დიმერი, რომ გამოირიცხოს ფილტვის წილაკოვანი, ანუ, ბაქტერიული ანთების ვარაუდი და ფილტვის ემბოლია თუ ტრომბოზი ზოგადად.
თუ ემბოლია / თრომბოზი არაა და არც ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არაა,
პაციენტების,
ჩივილიანი პაციენტების 95% მაინც გამოდის კარგად ამ სქემით.
თუ ძალიან მაღალია ც რექტიული პროტეინი, 5 ჯერ და მეტად მომატებულია, არ ყოფნის აციტრომიცინი და საჭიროა ან მოქსიფლოქსაცინის დამატება, ან საერთოდ აციტრომიცინის გამოცვლა სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით და ატიპიურების მკურნალი დამატებითი ანტიბიოტიკი,
ესაჭიროება ანტიტრომბოზული თერაპია
და ისევ და ისევ მოძრაობა, სუფთა ჰაერი, მეტი ჯდომა და ნაკლები წოლა.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჭარბწონიანებს ნაადრევად სჭირდებათ ანტიტრომბოზული მკურნალობაც და შარდმდენიც, რადგან უმძრაობის გამო სითხე თავისუფლდება და გროვდება ან ფილტვის ქსოვილში ან იმატებს ღვიძლის კარის წნევა, ან ორივე ერთად და იწყება სუნთქვის უკმარისობა.
პირველი 5-დან 9 დღემდე აბსოლუტურადაა გადამწყვეტი, გართულდება თუარა კოვიდის დროს რაიმე ორგანული ფუნქცია ან მოხდება მძიმე დარღვევა,'' - აღნიშნავს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.