Baby Bag

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს - უახლესი კვლევები

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს - უახლესი კვლევები

​​უახლესი კვლევებით დგინდება, რომ დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს. კორონავირუსისგან განკურნებული 15 მეძუძური დედის რძისგან აღებულ ნიმუშებში ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიულობას ავლენდნენ. დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები, მეცნიერების აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, რძის დახმარებით დედებმა ჩვილებს იმუნიტეტი გადასცენ. „შეგიძლიათ თავი კომფორტულად იგრძნოთ, როდესაც ბავშვს ძუძუთი კვებავთ,“ - ასე დაამშვიდა კოვიდ-19-ით დაინფიცირებული დედები კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა,

ეპიდემიოლოგი კრისტინა ჩემბერსი აცხადებს, რომ დედის რძე რამდენიმე მკვლევარმა გამოიკვლია და თითოეულმა მათგანმა მასში SARS-CoV-2-ის რნმ-ი აღმოაჩინა, თუმცა ცოცხალი ვირუსი არცერთ მკლევარს არ აღმოუჩენია.

​მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები განსაკუთრებით მაღალი იყო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდ-19-ის სიმპტომები აღენიშნებოდათ, ხოლო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდის სიმპტომატიკა არ ჰქონიათ, მსგავსი ანტისხეულები ნაკლებად აღმოჩნდა.

The Sientist-ში აღნიშნულია, რომ დედის რძეში შემავალი კოვიდ-19-ის ანტისხეულები არამხოლოდ ჩვილ ბავშვებს დაიცავს ვირუსით დაინფიცირებისგან, არამედ, შესაძლოა, ისინი კოვიდ-19-ის სამკურნალოდაც გამოიყენონ. ​დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები გარკვეული თვალსაზრისით განსხვავდება სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულებისგან. დედის რძეში არსებული სეკრეტორული ანტისხეულები გაცილებით ხანგრძლივად ძლებს, ვიდრე სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულები, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ლაქტაციის პერიოდში რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს დონორი ქალბატონებისგან ანტისხეულების შეგროვება.

დედის რძეზე ჩატარებული კვლევებიდან არცერთს არ დაუდგენია, რამდენად შეუძლია მასში აღმოჩენილ ანტისხეულებს SARS-CoV2-ის ნეიტრალიზება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები მომავალშიც გაგრძელდება. კვლევების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ​დედის რძის პოტენციალი ამ მხრივ ძალიან დიდია და ადამიანებმა გარკვეული ტაბუების გადალახვა უნდა შეძლონ, ვიდრე ამის აღიარებამდე მივლენ.მეცნიერები აქტიურად განიხილავენ დედის რძიდან ანტისხეულების მოპოვების საკითხს, რომლებსაც სამომავლოდ კოვიდ-19-ის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

მომზადებულია ​the-scientist.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„კოვიდ-19 ბავშვებში ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში,“ - ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე...
​​ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბავშვებში კოვიდ-19-ის გავრცელების სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსი პატარებში ისევე ვრცელდება, როგორც დიდებში:„თავიდან იყო მოსაზრება, რო...

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა უშლის ხელს წარმატებულ ძუძუთი კვებას?

​რა უშლის ხელს წარმატებულ ძუძუთი კვებას?

დღეს ოთხშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. რა უშლის ხელს წარმატებულ ძუძუთი კვებას? - ამჯერად ლაქტაციის კონსულტანტი თამუნა ლობჟანიძე ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ დედები ამბობენ: „არ მქონდა რძე“, „ნოყიერი რძე არ იყო“, „საკესროთი გავაჩინე და რძე არ ჩამიდგა“ და ა.შ.

კვლევების მიხედვით, თითქმის ყველა ქალს (მსოფლიო 3-5%-ის გარდა) შეუძლია ძუძუთი კვება. მაშინ რატომ ხდება, რომ ნახევარზე მეტს ვერ გამოსდის ეს პროცესი?

ჯანმოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, არსებობს რიგი მიზეზები, რის გამოც ქალს აკლდება წარმატებულად ძუძუთი კვების შანსი. ბევრი მათგანი სამედიცინო გაიდლაინების ან რეკომემდაციების დარღვევაა, ასევე ინფორმაციის ნაკლებობა.

ჩამოვთვალოთ მიზეზები:

დედის და ახალშობილის დაშორება

არ შეიძლება დედის და ახალშობილის დაშორება, თუ რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არ არსებობს. ინტენსიურ განყოფილებაში მყოფ ბავშვსაც კი სასიცოცხლოდ სჭირდება დედასთან კანით კანთან კონტაქტი და დედის რძე. დაშორების დროს ასევე დედას ხშირად არ აცნობენ მკერდის გამოწველის წესებს, და ამის გამო დედა ვერ ახერხებს ლაქტაციას.

ახალშობილის პირველი მოჭიდების დაგვიანება

მშობიარობის შემდეგ პირველი მოჭიდება ძუძუზე უნდა მოხდეს არაუმეტეს 1 საათის შემდეგ;
საკეისრო კვეთის შემთხვევაში - არაუმეტეს 2 საათის.

არ შეიძლება დედის რძის გარდა სხვა სითხეების მიღება 6 თვემდე, თუ ამის საჭიროება არ არის (თუ გვაქვს წონის პრობლემები, ვამატებთ გამოწველილ რძეს ან ფორმულას)

ჩაი, წყალი, წვენი არ შეიძლება.

არ შეიძლება ბავშვისთვის ძუძუს წართმევა ჭამის დროს, სანამ თვითონ არ დაასრულებს. ასევე არ შეიძლება ხელოვნურად შექმნილი ინტერვალებით კვება

ახალშობილს უნდა მივაწოდოთ ძუძუ ყოველთვის, როცა მას სურს. ბავშვმა უნდა ჭამოს იმდენი ხანი, რამდენიც თვითონ უნდა, იმისათვის, რომ ბოლომდე დაცალოს ძუძუ და მიიღოს ყველა ის ვიტამინი და ფერმენტი, რაც საჭიროა. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ ძუძუ მხოლოდ საკვები არაა.

სამშობიაროებში ხელოვნური საკვების რეკლამა/ჩუქება

როდესაც დედა ხვდება პრობლემებს ძუძუთი კვების დროს, ლაქტაციის კონსულტანტის/სპეციალისტის დახმარების მაგივრად რომ ხელოვნური კვების რეკლამას ხედავს, უფრო მეტი შანსია, რომ ლაქტაცია დასრულება წარუმატებლად.

არ შეიძლება ბოთლის, მატყუარას და სილიკონის დამცავი თავების გამოყენება

ბოთლის და მატყუარას შემთხვევაში ახალშობილი აფუჭებს მოჭიდებას, რაც პირდაპირ კავშირშია ძუძუთი კვების წარმატებულობასთან.
სილიკონის დამცავი თავების გამოყენება კი რეკომენდებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მცდელობების მიუხედავად ძუძუთი გამოკვების დროს დედას აქვს ტკივილი და სილიკონის გამოყენების შედეგად ის ქრება ან იკლებს.

ისეთი ფრაზების გამოყენება, რაც უშლის დედას, დაიჯეროს, რომ მას შეუძლია ლაქტაცია.

დედის ფსიქოლოგიური განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედას სჭირდება მხარდაჭერა და ინფორმირება, დახმარება პრობლემების (თუ მას შეექმნა) შემთხვევაში.

წაიკითხეთ სრულად