სიახლეები
„ანტიბიოტიკები - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. თვითნებურად ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი“ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! იწვევს დიარეას და შემდეგ გართულებებს. გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია.
ნუ მიიღებთ ასპირინს, კარდიომაგნილს და ქსარელტოს თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით, მომატებული გაქვთ თუ არა დე-დიმერი ან ფიბრინოგენი და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, მიიღებთ სავალალო შედეგს.
გაუფრთხილდეთ ერთმანეთს... თავი შეიკავეთ რჩევებისგან, თუ არ ხართ ექიმი, ნუ გამოდიხართ ინიციატივით. მსგავსს უზნეო დარიგებას შეეწირა მერამდენე ადამიანი. მთელი ღამე სული ვერ ჩავუდგი, მე პირადად და სამ ხაზზე ვიბრძოდი ერთდროულად, დაინდეთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც.
დილის 11-დან საღამოს 7-საათამდე დამირეკეთ და დაგაკვალიანებთ - 568 332 036.
ჯერ იკითხეთ და მერე დალიეთ წამლები.
სატელეფონო კონსულტაცია უფასოა... უმორჩილესად გთხოვთ, თვითნებურად ნუ მიიღებთ წამლებს.
12 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეგიძლიათ მობრძანდეთ, თბილისი, პეკინის 28 მეორე სართული კაბინეტი 15.
ჯანმრთელობას გისურვებთ. პატივისცემით ლელა ჯღამაძე.“
სხვა სიახლეები
-
კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ დაგროვებულ კითხვებზე პასუხები ექიმებისგან
- 1 კვირის წინ
- 1137
ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული გთავაზობთ მოკლე დაიჯესტს კორონა-19-ის ახალი, მუტანტი შტამის შესახებ. გთავაზობთ მათ ნათქვამს სრულად ნახვა...
-
,,ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება''
- 1 კვირის წინ
- 12646
,,ნუ გეშინიათ ამ ახალი შტამის, ის არც ისე საშიშია, როგორც ამას მასმედია აზვიადებს !!! პირბადე, ხელების სრულად ნახვა...
-
,,მზადდება კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმა''
- 1 კვირის წინ
- 456
,,მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს,'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის სრულად ნახვა...
-
„არ არის სწორი, რომ მუტაციის შემდეგ კორონავირუსი გახდა ბავშვებისთვის უფრო მეტად აგრესიული ან მძიმე დაავადების
- 1 კვირის წინ
- 3772
პედიატრი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი შტამი სრულად ნახვა...
-
,,ეს ლოცვა მრევლმა უნდა იკითხოს სადაც არ უნდა იყოს - ტაძარში, სახლში თუ სამსახურში'' -
- 21553
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა:„მამაო ჩვენო, ღმერთო, აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ!უფლისა სრულად ნახვა...
ვიდეო პოსტები
„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე
- 1 თვის წინ
- 6550
,,ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ უნდა ატაროს ნიღაბი''
- 1 თვის წინ
- 1342