კორონავირუსის დროს წამლების თვითნებურად მიღებაზე სოციალურ ქსელში ექიმი ლელა ჯღამაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ანტიბიოტიკები - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. თვითნებურად ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი“ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! იწვევს დიარეას და შემდეგ გართულებებს. გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია.
ნუ მიიღებთ ასპირინს, კარდიომაგნილს და ქსარელტოს თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით, მომატებული გაქვთ თუ არა დე-დიმერი ან ფიბრინოგენი და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, მიიღებთ სავალალო შედეგს.
გაუფრთხილდეთ ერთმანეთს... თავი შეიკავეთ რჩევებისგან, თუ არ ხართ ექიმი, ნუ გამოდიხართ ინიციატივით. მსგავსს უზნეო დარიგებას შეეწირა მერამდენე ადამიანი. მთელი ღამე სული ვერ ჩავუდგი, მე პირადად და სამ ხაზზე ვიბრძოდი ერთდროულად, დაინდეთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც.
დილის 11-დან საღამოს 7-საათამდე დამირეკეთ და დაგაკვალიანებთ - 568 332 036.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება მოქალაქეებს, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ - „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა
„ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ ბურლამ BBC-სთან ინტერვიუში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების მრავალწლოვანი გამოყენების საჭიროებაზე ისაუბრა.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთება მოქალაქეებს, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ,“ - განაცხადა ალბერტ ბურლამ.
„ფაიზერის“ დირექტორის თქმით, ყოველწლიური ვაქცინაციის საჭიროება „მაღალი ხარისხის დაცვის“ უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
ერთი წლის წინ „ფაიზერ-ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველად დიდმა ბრიტანეთმა აღიარა.
კომპანია ამ ეტაპზე „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო განახლებულ ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც , სავარაუდოდ, 100 დღეში მზად იქნება.