ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტელევიიზიით გაკეთებულ განცხადებას - ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" ეხმიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" და რომ თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი.
სინამდვილეში, ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე. ანუ ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს. მეტიც, შეიძლება, კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი.
უსიმპტომო მიმდინარეობა არის სწორედ რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმა. შეგახსენებთ, რომ კოვიდის მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მსუბუქი, საშალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული.
აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაიტანენ კოვიდს და შემდეგ დიდხანს PCR ტესტი რჩებათ დადებითი. ასეთ დროს, როგორც ვიცით, ტესტი უბრალოდ იჭერს ვირუსის ფრაგმენტებს და ასეთი ადამიანი აღარ არის დაავადებული და არც გადამდები.
თითქოს ამ განმარტებებს დიდი მნიშვნელობა ადამიანებისთვის არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზემოხსენებულმა განცხადებამ რატომღაც ძალიან ბევრი კითხვები და პოლემიკა გამოიწვია. ამიტომ გამოვეხმაურე,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები - განათლების მინისტრის მოადგილე
„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ გადავავადოთ არდადეგები. ველოდებით, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. რა თქმა უნდა, მივყვებით ინსტრუქციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროს მოაწვდის,“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ განაცხადა.
იგი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე სადეზინფექციო-პროფილაქტიკური სამუშაოებს გაეცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დეზინფექციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში ტარდება.
„განათლების სამინისტრო ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, რეკომენდაციებს ვიღებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, გვაქვს რეკომენდაციების გარკვეული პაკეტი. ასევე განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი. დეზინფექციის პროცესი მიმდინარეობს არამარტო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, არამედ საქართველოს ყველა სკოლაში. არსებობს გარკვეული ინსტრუქციები არამხოლოდ დეზინფექციასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიურად როგორ უნდა მოხდეს სკოლის დასუფთავება სველი წესით და განიავება. არსებობს სკოლები, რომლებსაც აქვთ ცენტრალური გაყვანილობა და მილებით აწვდიან სკოლებს ცენტრალურ წყალს. არსებობს სკოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ ცენტრალური წყლის გაყვანილობა და არის შესაბამისი ინსტრუქციები. ყველანაირი ტიპის ინსტრუქცია არსებობს, აღჭურვილობები, რომლებიც უნდა ჰქონდეს სკოლას მოვლა-პატრონობის პროცესში, თუ რა ხსნარები უნდა იყოს გამოყენებული. ამ ეტაპისთვის ყველა სკოლაში მიდის სიღრმისეული დეზინფექციის პროცესი. როდესაც სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება, მიყვებიან იმ ინსტრუქციებს, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საჯარო სკოლებისთვის მოამზადა. კერძო სკოლებსაც ევალებათ მსგავსი ტიპის დეზინფექციის ჩატარება და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ჩვენს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ კერძო სკოლები და იგივე პრინციპით მოახდენენ დასუფთავებას“ , - განაცხადა ეკა დგებუაძემ.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.