ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტელევიიზიით გაკეთებულ განცხადებას - ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" ეხმიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" და რომ თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი.
სინამდვილეში, ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე. ანუ ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს. მეტიც, შეიძლება, კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი.
უსიმპტომო მიმდინარეობა არის სწორედ რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმა. შეგახსენებთ, რომ კოვიდის მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მსუბუქი, საშალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული.
აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაიტანენ კოვიდს და შემდეგ დიდხანს PCR ტესტი რჩებათ დადებითი. ასეთ დროს, როგორც ვიცით, ტესტი უბრალოდ იჭერს ვირუსის ფრაგმენტებს და ასეთი ადამიანი აღარ არის დაავადებული და არც გადამდები.
თითქოს ამ განმარტებებს დიდი მნიშვნელობა ადამიანებისთვის არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზემოხსენებულმა განცხადებამ რატომღაც ძალიან ბევრი კითხვები და პოლემიკა გამოიწვია. ამიტომ გამოვეხმაურე,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგი, ოჯახის ექიმი, თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში ორსულებში კორონავირუსის თემას ეხმიანება:
,,ყველა ორსული, ორსულობის ვადის მიუხედავად უნდა დარჩეს სახლში.
გათავისუფლდეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობისაგან სანამ პანდემიის ეს ტალღა გადაივლის და შეუნარჩუნდეს ხელფასი.
მიუხედავად მოწოდებისა, რომ ისინი უნდა აიცრან, უმეტესობა მათგანი არ იცრება სამწუხაროდ, დღეს გაკეთებული პირველი დოზა კი სრულად ვაქცინირების შემთხვევაში შედეგს 6 კვირის შემდეგ იძლევა, ეს დრო საკმაოდ ბევრია და დაინფიცირების რისკი კი უზარმაზარი.
რატომ რთულდება ორსულებში კოვიდი?
ორსულებში იმუნური სისტემა ისედაც რთულ რეჟიმში მუშაობს და ახალ დაავადებასთან გამკლავება უჭირს
ორსულის ორგანიზმში ბუნებრივად გააქტიურებულია სისხლის შედედების ფუნქცია და ადვილად წარმოიქმნება თრომბები
ორსული უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური - აქტიური კოვიდის დროს გამოვლენილი სისუსტე და იმობილიზაცია კი ამძინებს მდგომარეობას
ორსულობის გვიან ვადაზე ისედაც შემცირებულია ფილტვების სრულყოფილად გაშლა, რაც კოვიდის დროს კიდევ უფრო მეტად ქმნის ჟანგბადის ცვლის პრობლემას
ორსული ნამდვილად 2 სულია ერთად და ორმაგი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
ორსულები უნდა გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საკუთარი თავის და შვილის სიცოცხლეს ამიტომ აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე, მაქსიმალირად თავი შეიკავონ ხალხთან კონტაქტისაგან, აიცრან უკვე ავტორიზებული ვაქცინით, ისეირნონ მხოლოდ სუფთა ჰაერზე და იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.
ორსულობა ავადმყოფობა არ არის - ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ კოვიდის პიკის დროს ავადმყოფზე მეტი გაფრთხილება ორსულს ჭირდება,'' - აღნიშნავს ექიმი.