Baby Bag

,,ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ უნდა ატაროს ნიღაბი''

,,ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ უნდა ატაროს ნიღაბი''

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლს, მათ შორის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. 

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 65 %-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა ატაროს პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ქვეყანას ინფიცირების რაოდენობის შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას მეტ თავისუფლებას მისცემს. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიზნით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ. მათივე შეფასებით, ვითარების შემდგომი სტაბილიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწესებული შეზღუდვებითა და ინტენსიური ტესტირებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი ახალი დელტა ვარიანტის წინააღმდეგ''

,,ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი ახალი დელტა ვარიანტის წინააღმდეგ''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დელტა ვარიანტის წინააღმდეგ უმთავრეს იარაღს ასახელებს:

,,​ოქსვორდის აკადემიურ ჟურნალში საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა პირბადეებთან დაკავშირებით.

სამედიცინო პირბადის გამოყენება არის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი ახალი დელტა ვარიანტის წინააღმდეგ განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაქცინაციის დაფარვა დაბალია საზოგადოებაში.

აიცერით დროზე ფაიზერით და გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. 

ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 


წაიკითხეთ სრულად