Baby Bag

,,ეს ლოცვა მრევლმა უნდა იკითხოს სადაც არ უნდა იყოს - ტაძარში, სახლში თუ სამსახურში'' - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა

,,ეს ლოცვა მრევლმა უნდა იკითხოს სადაც არ უნდა იყოს - ტაძარში, სახლში თუ სამსახურში'' - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა:

„მამაო ჩვენო, ღმერთო, აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ!

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალეო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა!

დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო.

შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ!

შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი, გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავაფერთა განსაცდეთაგან.

შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელს-გვყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ ვიხარებდეთ ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ - მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ!“

პატრიარქის თქმით, ეს ლოცვა მრევლმა უნდა იკითხოს სადაც არ უნდა იყოს - ტაძარში, სახლში თუ სამსახურში:

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო, ღმერთმა ისმინოს ლოცვისა ამის. ეს ლოცვა იქნება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ, - ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, - ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას. დალოცვილი იყავით!'' - განაცხადა პატრიარქმა.


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ