Baby Bag

,,ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება''

,,ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება''
,,ნუ გეშინიათ ამ ახალი შტამის, ის არც ისე საშიშია, როგორც ამას მასმედია აზვიადებს !!! პირბადე, ხელების დაბანა 20 წამი და ორმეტრიანი დისტანცია - ესაა, ახლა, კოვიდის საწინააღმდეგო წამალიც და ვაქცინაც ჩვენთვის!!!
ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად!!! ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და დავიწყებთ აღმშენებლობას!!!'' - აღნიშნავს პროფესორი გიორგი ფხაკაძე. 

მისი თქმით, ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება.

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

საშიშია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის?
საშიშია თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის? - აღნიშნულ თემაზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს. მისი თქმით...
კარგი სიახლეები COVID-19-ის ახალ შტამზე
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე COVID-19-ის ახალ შტამზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი შტამი, ჯერ კიდევ სექტემბერში ფიქსირდებოდა:„საზოგადოებისთვის რამდენიმე დღე...
,,სჯობს ეს სიმპტომები იცოდეთ, ვიდრე მუდმივად ანალიზები იტაროთ'' - ექიმის რეკომენდაციები თრ...
როგორ მივხვდეთ, რომ თრომბოზის რისკის ქვეშ ვართ? - თემაზე ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი საუბრობს. ნახეთ ვიდეო და მოისმინეთ ექიმის რეკომენდაციები ☝️წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონი...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორი-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება ყელის ტკივილის სამკურნალოდ,“ - ოტორინოლარინგოლოგი გიორგი გოგნიაშვილი

ოტორინოლარინგოლოგმა გიორგი გოგნიაშვილმა ყელის ტკივილის სახლის პირობებში მკურნალობის გზებზე ისაუბრა:

„მე ძალიან მომხრე ვარ ხოლმე ხანდახან სახლის პირობებში რაღაცების განხორციელების, თუ ეს არ ავნებს პაციენტს. თუ იოდზე ალერგიული არ არის პაციენტი, გადადუღებულ თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორ-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება, რომელსაც ჩემი ოჯახი ხშირად იყენებს. ეს ძალიან ამცირებს ყელის ტკივილს. უნდა შევამციროთ მწარე, მჟავე, ცივი, ცხელი საკვების მიღება და ეს ყველაფერი აულაგდებათ რამოდენიმე დღეში,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი გოგნიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად