Baby Bag

კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ დაგროვებულ კითხვებზე პასუხები ექიმებისგან

კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ დაგროვებულ კითხვებზე პასუხები ექიმებისგან

ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული გთავაზობთ მოკლე დაიჯესტს კორონა-19-ის ახალი, მუტანტი შტამის შესახებ. 

გთავაზობთ მათ ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვერსია განსაკუთრებით ლონდონში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისშია ფართოდ გავრცელებული. ოფიციალური წყაროების თანახმად, ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა, თუმცა მისი შემდგომი გავრცელება მოგვიანებით, ნოემბერ-დეკემბერში მოხდა.

ვირუსის ახალი ვერსიის წარმოქმნა რამდენიმე მუტაციის ერთობლიობამ განაპირობა. ზოგადად მუტაცია ვირუსის ბუნებრივი თვისებაა და გარემოსთან ადაპტაციისათვის სჭირდება. დროის მცირე მონაკვეთში ვირუსებში მრავლობითი მუტაცია ხდება, თუმცა მათი უმრავლესობა „ჩუმია“ , იწვევს გენომის უმნიშვნელო კორექტირებას და არ ითარგმნება ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის კონფიგურაციის ცვლილებაში. ანალოგიური პრინციპები მოქმედებს კორონავირუსის შემთხვევაშიც. კოვიდ19-ის გამოჩენიდან დღემდე რამდენიმე მუტაცია უკვე დაფიქსირდა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ვირუსის ბუნება ვერ შეცვალა. რაც შეეხება ბრიტანეთში გამოვლენილ ახალ შტამს, მისი სახეცვლილება რამდენიმე მუტაციის ჯამური შედეგია და გენომის ამგვარმა მოდიფიკაციამ ე.წ. „სპაიკ“ ცილის კონფიგურაციის ნაწილობრივი ცვლილება გამოიწვია. „სპაიკ“ ცილა არის ვირუსის ის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ის ადამიანის ორგანიზმში არსებულ ACE2 რეცეპტორებს უკავშირდება და ასე იჭრება მისი უჯრედების ფუნქციონირებაში. აქამდე არსებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამის „სპაიკ“ პროტეინს შეუძლია უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება ACE2 რეცეპტორებთან. - რას ნიშნავს უფრო მჭიდრო კონტაქტი კლინიკურად? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არის გარკვეული. შეიცვლება თუ არა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სიმძიმე ვირუსის ახალი ვერსიის გამოჩენით, ამის პროგნოზირება რთულია. ჯერჯერობით არანაირი კლინიკური მონაცემები არ არსებობს დაავადების მიმდინარეობის კონკრეტული ცვლილებების შესახებ. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ ამ შტამს გაცილებით უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აღმოაჩნდა, ჩვენთვის უკვე ნაცნობ და საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვარიანტთან შედარებით.

ამ ეტაპისათვის, ვირუსის გავრცელების ზუსტი გეოგრაფია უცნობია. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება. ადამიანების ტესტირების შედეგად მიღებული ყველა ნიმუშიდან აღებული ვირუსის „სექვენირება“ (ამინომჟავების თანამიმდევრობის დადგენა) არ ხდება. სწორედ ეს ე.წ. „სექვენირება“ იძლევა საშუალებას, დავადგინოთ ვირუსის გენეტიკური კოდი და შესაბამისად აღვრიცხოთ ნებისმიერი ცვლილება, რაც მასში მოხდა. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ყველა ლაბორატორიისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, ცნობილია რომ ამერიკაში 17 მილიონი ნიმუშიდან მხოლოდ 51 ათასი იქნება სექვენირებული. ცხადია, ეს ციფრი ვერ მოგვცემს სრულყოფილ წარმოდგენას ახალი ვარიანტების გეოგრაფიული გავრცელების შესახებ.

დიდ ბრიტანეთში აღწერილი მუტაცია განმეორდა სამხრეთ აფრიკაშიც. ეს ორი მუტაცია იდენტურია, თუმცა მეცნიერების აზრით, მათ ერთმანეთთან არანაირი ეპიდემიოლოგიური კონტაქტი არ გააჩნიათ. განსხვავებული მუტაცია დაფიქსირდა ნიგერიაშიც; მასზე წარმოდგენები ჯერაც ფრიად ბუნდოვანია.

კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად:

1. შეუძლია თუ არა დღეს არსებულ ტესტირების მეთოდებს კორონავირუსის ახალი შტამის ადექვატურად აღმოჩენა?

დიახ. ტესტირების ჩვენს ხელთ არსებული მეთოდები საკმარისია იმისთვის, რომ ამ შტამის სრულფასოვანი დიაგნოსტიკა მოხდეს. როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე მუტაციის ჯამური მოქმედების შედეგად კორონავირუსის „სპაიკ“ პროტეინის კოფიგურაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა. „პსრ“ ტესტს აქვს სხვა სამიზნეებიც, გარდა ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის ამ კონკრეტული ნაწილისა, ამიტომაც ვირუსი ასეთ ტესტირებას ვერ დაემალება.

2. იმოქმედებს თუ არა ვირუსის მუტაცია დღეს არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა თავისუფლად გაართმევს თავს კორონავირუსის ამ კონკრეტულ შტამთან ბრძოლას. ამ რწმენის საფუძველს ვაქცინების პოლიკლონალური ბუნება იძლევა. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინასაც, ისევე როგორც ტესტს, აქვს მრავლობითი სამიზნე და ერთერთი სამიზნის ცვლილება მის ჯამურ ეფექტურობაზე ვერ იმოქმედებს.

3. ახასიათებს თუ არა კორონავირუსის ახალ შტამს განსაკუთრებული მიმდინარეობა ბავშვებში?

დღეს არსებული მონაცემებით, ბავშვებში კორონავირუსის ახალი შტამით გამოწვეული დაავადება რაიმე განსხვავებული თავისებურებებით არ გამოირჩევა. არაფერი კლინიკურად განსაკუთრებული არ შეუნიშნავთ არც ახალგაზრდების პოპულაციაში.

4. შეიცვალა თუ არა მიდგომა კოვიდ-19-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებში ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით?

არა. პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები იგივე დარჩა, რადგან კორონავირუსის ახალი შტამი ჯერჯერობით არ არის შემჩნეული გავრცელების რაიმე უნიკალურ თავისებურებებში და არც დაავადების სიმძიმით განსხვავდება უკვე არსებული ვარიანტისგან.

5. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ სწრაფად გავრცელებადმა ვირუსმა კიდევ უფრო მეტად არ დაგვაზიანოს?

არაფერი ახალი და განსაკუთრებული. სოციალური დისტანციის შენარჩუნების, ნიღაბის ტარების, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის წესები უცვლელია.

ყველა ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვა თუ რეგულაცია თანაბრად ეხებათ კოვიდ-გადატანილებსაც და ინფიცირებას დროებით გადარჩენილებსაც. კოვიდ-19-ით რეინფიცირების შემთხვევები დადასტურებულად არსებობს და ეცადეთ არ გახდეთ ერთ-ერთ ამ იშვიათ გამონაკლისთაგანი.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან წესები, უშუალოდ პაციენტთან მომუშავე პერსონალის ინფიცირების რისკები წარმოუდგენლად მაღალია. შესაბამისად, კლინიკების მესვეურებმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ პერსონალის სათანადოთ აღჭურვას და დაცვას.

კორონავირუსის მუტანტი შტამის აღმოჩენა არ წარმოადგენს საყოველთაო პანიკის შექმნის ობიექტურ საფუძველს. რაც უფრო მიიჩიხება ვირუსი ვაქცინისა და ბუნებრივად შექმნილი იმუნიტეტის მეშვეობით, მით უფრო შეეცდება ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვერსიების შექმნას. ასეთია ვირუსების ბუნება. შესაბამისად, ადამიანთა სამყაროც გააგრძელებს ახალი გამოწვევების მიმართ სწრაფ ადაპტაციას. თუნდაც ის ფაქტი, რომ მოდერნიზებული ტიპის, ე.წ. რნმ-ვაქცინების სწრაფი შექმნა შესაძლებელია, ნელნელა ათანაბრებს მიკროსამყაროსთან ეფექტური ბრძოლის შანსებს,'' - აღნიშნავენ ექიმები. 

შეიძლება დაინტერესდეთ

თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სრული სია, რომელთა ყიდვა 3 სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ

თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სრული სია, რომელთა ყიდვა 3 სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ

პრემიერ-მინისტრის მიერ თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად თურქეთიდან იმპორტირებული წამლების სია გაფართოვდა, უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ 60-80%-ით შემცირებული ფასებით შემდეგი მედიკამენტები:

ავერსის ქსელში:

ბრილინტა ტაბლეტი 90მგ

ელიქუისი 2.5მგ

ელიქუისი 5მგ

კრესტორი ტაბლეტი 10მგ

კრესტორი ტაბლეტი 20მგ

პლავიქსი ტაბლეტი 75მგ

ქსალერტო 10მგ

ქსალერტო 15მგ

ქსალერტო 20მგ

ვიზანნა 2მგ

ეპიქსი 500მგ

ეპიქსი 1000მგ

ლამიქტალ DC 100მგ

რელპაქსი 40მგ

გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ

გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ

იანუვია ტაბლეტი 100მგ

იანუმეტი ტაბლეტი 50მგ/1000მგ

იანუმეტი ტაბლეტი 50მგ/850მგ

ფორზიგა 10მგ

სერეტიდი დისკუსი 50/500მკგ 60დოზა ქსოლეარი 150მჰ

ქსარელტო 15მგ

ეპიქსი XR ტაბ. 500მგ

ეპიქსი XR ტაბ. 750მგ

ეპიქსი ტაბ. 500მგ N

ეპიქსი ტაბ. 1000მგ

ეპიქსი ტაბ. 250მგ

ვაზოსერკი BID ტაბ. 24მგ

ვანსეარი გრანულა 4მგ

ვანსეარი საღეჭი ტაბ. 4მგ

ვანსეარი საღეჭი ტაბ. 5მგ

ვანსეარი ტაბ. 10მგ

პარკინი ტაბ. 0,25მგ

პარკინი ტაბ. 1მგ

ციტოლესი ტაბ. 10მგ

ციტოლესი წვეთები 10მგ/მლ 15მლ

ესრამი ტაბ. 10მგ

ესრამი ტაბ. 20მგ

კო-ირდა ტაბ. 150მგ

კო-ირდა ტაბ. 300მგ

რივოქსარი ტაბ.10მგ

რივოქსარი ტაბ.15მგ

რივოქსარი ტაბ. 20მგ

პსპ-ს ქსელში

ქსარელტო 15მგ

ეპიქსი XR ტაბ. 500მგ

ეპიქსი XR ტაბ. 750მგ

ეპიქსი ტაბ. 500მგ N

ეპიქსი ტაბ. 1000მგ

ეპიქსი ტაბ. 250მგ

ვაზოსერკი BID ტაბ. 24მგ

ვანსეარი გრანულა 4მგ

ვანსეარი საღეჭი ტაბ. 4მგ

ვანსეარი საღეჭი ტაბ. 5მგ

ვანსეარი ტაბ. 10მგ

პარკინი ტაბ. 0,25მგ

პარკინი ტაბ. 1მგ

ციტოლესი ტაბ. 10მგ

ციტოლესი წვეთები 10მგ/მლ 15მლ

ესრამი ტაბ. 10მგ

ესრამი ტაბ. 20მგ

კო-ირდა ტაბ. 150მგ

კო-ირდა ტაბ. 300მგ

რივოქსარი ტაბ.10მგ

რივოქსარი ტაბ.15მგ

რივოქსარი ტაბ. 20მგ

ფარმადეპოს ქსელში

აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ

ფლაკონი ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი სირდალუდი ტაბლეტი 2მგ

ატაკანდი ტაბლეტი 16მგ

ბრილინტა ტაბლეტი 90მგ

დიოვანი ტაბლეტი 160მგ

კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ კონკორი ტაბლეტი 5მგ

კონკორი ტაბლეტი 10მგ

კორდარონი ტაბლეტი 200მგ

კრესტორი ტაბლეტი 10მგ

კრესტორი ტაბლეტი 20მგ

პლავიქსი ტაბლეტი 75მგ

ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ

ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ

დეპაკინი ხრონო ტაბლეტი 500მგ

გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ

გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ გალვუს ტაბლეტი 50მგ

გლიფორი ტაბლეტი 1000მგ

გლუკოფაჟი ტაბლეტი 1000მგ

იანუვია ტაბლეტი 100მგ

იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ

ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ შპრიც-კალამი ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ

სერეტიდი დისკუსი ფხვნილი საინჰალაციო 50მკგ+250მკგ/1დოზა 60დოზა

სერეტიდი დისკუსი ფხვნილი საინჰალაციო 50მკგ+500მკგ/1დოზა 60დოზა

სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 80მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა

ფლაკონი სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა

არომაზინი ტაბლეტი 25მგ

პენტასა ტაბლეტი 500მგ

ელიქვისი ტაბლეტი 5მგ

ქსარელტო ტაბლეტი 10მგ

ქსარელტო ტაბლეტი 20მგ

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, სააფთიაქო ქსელებში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელებს ნომრებზე:

პსპ - 0322185111;

ფარმადეპო - 0322400004;

ავერსი - 0322900-800; 0322967227;

წყარო: ​Irakli Garibashvili For Georgia

წაიკითხეთ სრულად