დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი სტაბილური იქნება, როგორც ახლაა, მაშინ კომენდანტის საათის მოხსნის საკითხსაც შემდეგ ეტაპზე განიხილავენ.
„დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო, უმაღლესში სწავლა აღდგა, საცურაო აუზები გაიხსნა, სპორტული ღონისძიებები. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას.
დარწმუნებული ვარ, კომენდანტის საათიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე. ყოველი შემსუბუქების შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და თუ იგი ასეთი სტაბილური იქნა, შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე 1429 საჯარო სკოლაში ჩატარდა
სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1429 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
„საქართველოს ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ კოლეჯებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა.
ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებისთვის, პროფესიული და უმაღლეს სასწავლებლებისთვის სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებები პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს,“ - წერია სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.