დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი სტაბილური იქნება, როგორც ახლაა, მაშინ კომენდანტის საათის მოხსნის საკითხსაც შემდეგ ეტაპზე განიხილავენ.
„დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო, უმაღლესში სწავლა აღდგა, საცურაო აუზები გაიხსნა, სპორტული ღონისძიებები. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას.
დარწმუნებული ვარ, კომენდანტის საათიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე. ყოველი შემსუბუქების შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და თუ იგი ასეთი სტაბილური იქნა, შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რუსეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს
რუსეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის საკმარისი ინფორმაცია, რომ რაიმე დასკვნები გამოვიტანოთ:
„ამ შტამის შესახებ ჯერჯერობით ძალიან ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდება, არ გაგვაჩნია სამეცნიერო მტკიცებულებები, თუ როგორ მიმდინარეობს, აქვს თუ არა უფრო რთული კლინიკური გამოვლინებები და სიკვდილიანობა. ამაზე არაფერი არ ვიცით. ზოგადად, როდესაც ახალი შტამი ჩნდება, როგორც წესი, მას თავისებურება ის აქვს ხოლმე, რომ წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო უფრო ეფექტურად ვრცელდება და ადვილად გადამდებია. მაღალი ალბათობით, ეს იქნება ამ ახალი შტამის შემთხვევაშიც.
არსებობს ასეთი ცნება - კონტაგიოზურობის ინდექსი, ანუ ერთი ადამიანი რამდენს აინფიცირებს. პანდემია რომ დაიწყო, ვუჰანის შტამზე ვამბობდით, რომ კონტაგიოზურობის ინდექსი იყო 2. გრიპის შემთხვევაშიც ასეა 1,5. დელტა შტამმა 5-ს გადააჭარბა, ზოგიერთი მონაცემებით - 7-საც კი უდრის. ფაქტობრივად, ამ ინდექსით უახლოვდება ისეთ ინფექციებს, რომლებიც ჰაერის გზითაც გადადის. თუმცა ჯერჯერობით ჰაერის გზით გადაცემა არ არის დადასტურებული. რაც უფრო ახალია მუტაცია, ეს თავისუბურება აქვს, რომ კონტაგიოზურობის ინდექსი მატულობს. როგორც ჩანს, ამ ახალი შტამის შემთხვევაში მოსალონდელია, რომ დელტაზე კიდევ უფრო მეტად გადამდები იყოს,“ - აღნიშნა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.