დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი სტაბილური იქნება, როგორც ახლაა, მაშინ კომენდანტის საათის მოხსნის საკითხსაც შემდეგ ეტაპზე განიხილავენ.
„დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო, უმაღლესში სწავლა აღდგა, საცურაო აუზები გაიხსნა, სპორტული ღონისძიებები. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას.
დარწმუნებული ვარ, კომენდანტის საათიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე. ყოველი შემსუბუქების შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და თუ იგი ასეთი სტაბილური იქნა, შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ექიმი ნანა გეგეჭკორი ფაიზერის ბუსტერ დოზის შესახებ საუბრობს:
,,FDA დღეს დაამტკიცა მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზა Pfizer-ით ვაქცინირებული პოპულაციის ნაწილისთვის. ბუსტერ დოზა დამტკიცდა გადაუდებელი ავტორიზაციის სტატუსით.
მესამე დოზის მიღება შესაძლებელია, სრულად ვაქცინირებიდან 6 თვის შემდგომ, შემდეგი ჯგუფებისთვის:
65 წელს გადაცილებულებს
18 - 65 წლის ფარგლებში კოვიდი-19-ის მძიმე ფორმებით ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს
18 - 65 წლის ასაკის ადამიანებს, ვისაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის შემცველ გარემოში უწევთ ყოფნა
P.S. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე. ავტორიზაციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ამ კონკრეტული ვაქცინის აპლიკაცია. ეს წესი ჯერჯერობით არ ვრცელდება არც ერთ სხვა ვაქცინაზე და არც სხვა ვაქცინებით აცრილი ადამიანებში ბუსტერ დოზად Pfizer-ის გამოყენებაზე,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი.