Baby Bag

,,საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს'' - ეკატერინე ტიკარაძე

,,საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს'' - ეკატერინე ტიკარაძე

საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ, რადგან ეს ჯგუფი პრიორიტეტია - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ​„რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ეს პროცესი რთული რომ იქნებოდა, გათვითცნობიერებული გვქონდა და მზაობა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ როგორც მზაობა, ასევე სანდოობა უფრო გაიზრდება. ჩვენი ექიმებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი წინა ხაზზე იმყოფებიან, პრიორიტეტული ჯგუფია და სწორედ ამიტომ ვცრით მათ პირველ რიგში. ეს არის ზრუნვის კომპონენტი, ჩვენ ვუფრთხილდებით მათ, ეს არის საერთაშორისო მიდგომა ექიმების მიმართ. სწორედ ამიტომ ჩვენს საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს, ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ პირველები აიცრან. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️ 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

რა ვიცით ასტრაზენეკას გვერდითი მოვლენების შესახებ?
რა ვიცით ასტრაზენეკას გვერდითი მოვლენების შესახებ? - აღნიშნულ თემაზე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი საუბრობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში რომ იყოს, აუცილებლად გაიკეთებდა ა...
,,მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, გადაწყვეტილება თქვენზეა''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შესახებ საუბრობს. ,,მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, გადაწყვეტილება თქვენზეა. სულ 10 ვაქცინაა, რომელიც სხვადასხვა რეგულატორების მიერ არის დამტკიცებული, ასევე ჯანმოს მ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„​არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!“ - გიორგი კეკელიძე

„​არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!“ - გიორგი კეკელიძე

ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე წერს:

​„არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა. თითქოს სხვა სამყარო, რომელიც ირგვლივაა, საკუთარი წარსულით და მომავლით, უქმდება და უფასურდება.

და განწირული მამის ხმა: სად ხართ, შვილებო?! ღმერთო, დამეხმარე!

თვითონაც ნანგრევებად ქცეულები, ვუყურებთ ეკრანს, რომელიც თავგნაწირული მაშველების ფონზე, გარდაცვლილების რიცხვის ზრდას გვაცნობს. ვუყურებთ და ვერაფერს ვფიქრობთ.

ახლა სხვა ყველაფერი ყალბი მგონია, გარდა ამ გაყინული, უფიქრო შეძრწუნებისა. ის სიტყვებიც ყალბია, რომ თითქოს წუთისოფლის წამიერება შევიგრძენით და უფრო დავაფასებთ ერთმანეთს და ცოცხლად ნაკლებად დავღრღნით. ყველაფერი ყალბია, გარდა იმ ორ „ჯანმრთელ“ სახლს შორის სიკვდილის ღია პირივით დაფჩენილი ნასახლარი ნაპრალისა.

ეს ნანგრევების დღე და ღამეა და ასეც დარჩება ჩვენს ბედკრულ ისტორიაში,“ - წერს გიორგი კეკელიძე.

წაიკითხეთ სრულად