ექიმი გიგა ქადაგიშვილი კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდე გვაქვს დრო!!!
ჩინეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი არის კარანტინი.
ინდური შტამი არის მკვლელი შტამი, ის უბრალოდ კლავს (და ძალიან გთხოვთ ნუ დამიწყებთ ეხლა იმას, რომ პანიკას ვთესავ, მთელს მსოფლიოში არის პანიკა იმიტომ რომ გამოსავალს ვერ პოულობენ). არცერთი ვაქცინა არ არის ეფექტური ამ შტამის მიმართ.
ათასობით ინდოელი სტუდენტი შემოდის ქვეყანაში პირდაპირ ინდოეთიდან ან სხვა ქვეყნის გავლიით.( ხაზს უსვამ არ ვარ იმის წინააღმდეგი,რომ ვინმე შემოვიდეს ქვეყანაში)თუ შემოიპარა ეს ვერაგი შტამი საქართველოში ერთ კვირაში დაინფიცირდება მთელი ქვეყანა და როგორ ფიქრობთ არის საავადმყოფოებში მთელი ქვეყნისთვის ადგილი?!!! უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და რამენაირად გადავიტანოდ ეს ურთულესი პერიოდი. ეს ვარაგი შტამი შეეხება ყველას რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს.
იმედი მაქვს სწორად შეაფასებთ დღევანდელ მოცემულობას!!!! ჯანმრთელობას გისურვებთ
ინდოეთში კატასტროფა ხდება - მსოფლიო რეკორდი მოიხსნა, ოფიციალური მონაცემებით 350.000 ადამიანი ავადდება დღეში უკვე მეოთხე დღეა. კრემატორიუმში გვამების დაწვას ვერ აუდიან, საავადმყოფოებში ადგილები არ არის, ჟანგბადის საშინელი დეფიციტია. ამ ფონზე ინდოელი ექიმები ამბობენ, რომ მომავალი ორი კვირა კიდევ უფრო დრამატული იქნება. შტამი, რომელიც ინდოეთში გაჩნდა b1.617 არის ბევრად უფრო საშიში, ვიდრე კორონავირუსის პირველი ვარიანტი - ინდოეთმა პირველი ტალღა მეტ-ნაკლებად კარგად მოიგერია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბრაზილიაშიც - ბრაზილიული შტამი ახლაგაზრდებს ირჩევს სამიზნედ,'' - აღნიშნავს ექიმი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს
ბორჯომში დაკარგული მე-9კლასელი გოგონები, რომლებსაც სამართალდამცველები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ გაკვეთილებს აცდენდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მოზარდების მობილური ტელეფონები და მაისურები ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.