დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ინდური შტამის ორმაგი და სამმაგი მუტაცია მედიის მიერაა მოგონილი. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა
„ინდური შტამი - იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად, მედიის მიერაა მოგონილი. არ შეიძლება, ვიანგარიშოთ ასე, ორმაგად, სამმაგად. ეს არის ჩვეულებრივი მუტაციები. კი ბატონო, ინდურში უფრო მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს იყო ბრიტანულ შტამში...
როდესაც მთელ მსოფლიოში რაიმე გავრცელდება, საქართველო დედამიწის ნაწილია, ვერ იქნება იზოლირებული მთელი მსოფლიოსგან. საქართველო მთვარეზე არ არის, არის დედამიწაზე, შესაბამისად, ახლა პირდაპირი რისკ-ფაქტორები არ იქნება, მაგრამ როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელება, საქართველო არის დედამიწაზე და ვერ ჩაიკეტება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,სამედიცინო პირბადე ყველგან, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები''
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...
შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება!!!
და ამ დროს 3000 ,,ცრუ" ჯავშანი ვაქცინებზე!!! სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.