Baby Bag

,,ამ დროის განმავლობაში კლინიკის გასახსნელად ძალიან ბევრ ადგილას და ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი''

,,ამ დროის განმავლობაში კლინიკის გასახსნელად ძალიან ბევრ ადგილას და ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი''
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ამ დროის განმავლობაში კლინიკის გასახსნელად ძალიან ბევრ ადგილას და ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი.

მე ჩემი ცხოვრების განმავლობაში თავადაც დავაგროვე ცოტაოდენი ფინანსები, რომლებიც დამოუკიდებლადაც შემეძლებინებს 400-500 კვადრატული მეტრ ფართობის კლინიკის სართულის გახსნას.

ჩემ გვერდში ასევე დგას ერთი ძალიან კეთილი და უანგარო ბიზნესმენი, რომელიც ყველანაირად მეხმარება, რომ ჩემ მიზანს მივაღწიო. ყველა იდეაზე მომყვება და მზად არის, რომ ხალხის დასახმარებლად თავადაც იბრძოლოს. მოგვიანებით მოგიყვებით ამ საოცარი ადამიანის შესახებაც. 

მაგრამ ამის მიუხედავად საკმარისი ფინანსები არ გროვდება, რომ მართლა კლინიკის მასშტაბებს გავწვდეთ. კლინიკის, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ძალიან ჭკვიანი ექიმებით და ორიენტირებული იქნება, რომ პაციენტს ყოველ ნაბიჯზე დაეხმაროს! ისე, რომ პაციენტის ხარჯზე ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული არ იყოს.

მჭირდება ისეთი ბიზნესმენები, სახელმწიფო მოხელეები ან გავლენიანი ადამინები, რომლებიც აქცენტს მოგებაზე არ გააკეთებენ და ასეთი კლინიკის გახსნაში დროის ამ ეტაპზე დამეხმარებიან. აქ საუბარი არ არის რამდენიმე ათასზე, კლინიკის გახსნა მართლა დიდი ფინანსები ჯდება და ასეთი რამ არც ისე ბევრს ეწიფება ხელთ. მიწის ყიდვა, აშენება, აპარატურა.

თუ ასეთი ხალხი გამოჩნდება, მე მზად ვარ იმ აშენებულ კლინიკაში ჩემი ყოველი კონსულტაცია უფასო იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ყველა იმ ადამიანის სახელი ისტორიას დარჩება და ამაზეც ვარ პასუხისმგებელი. 

ბევრმა უბრალო ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ფულს ჩვენც შეგიგროვებთო… მაგრამ მე ხალხს ფულს ვერ გამოვართმევ… თქვენზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ამ ეტაპზე რაც შეგიძლიათ ეს არის ის, რომ დამეხმაროთ საჭირო ადამინების მოძიებაში და ამ წერილის გავრცელებაში.

 Ghoghoberidze.Giorgi @yahoo.com არის მეილი,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმ​რთელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა, რომლის გაკეთება ყველას შეუძლია

COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა, რომლის გაკეთება ყველას შეუძლია

ექიმი გიორგი ღოღობერიძე COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთ მარტივ გზაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის ოთახის მუდმივი განიავება. 

,,COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა ეს არის ოთახის / შენობის მუდმივი განიავება. 

ამ დროისთვის ვარაუდია, რომ ადამიანს COVID-19 რომ დაემართოს, უნდა ჩაისუნთქოს 1000 ვირუსული ნაწილიკი (ვთქვათ, 1000 ვირუსული ნაწილაკი 1 ჯერზე, ან 100 ვირუსული ნაწილაკი 10 ჩასუნთქვაზე, ან 10-10 ვირუსული ნაწილაკი 100 ჩასუნთქვაზე).

ამიტომაც ხშირია დაინფიცირების შემთხვევები დახურულ სივრცეებში. 

ოთახის განიავებისას ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც ასევე ამცირებს დაინფიცირების ალბათობასა,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

წაიკითხეთ სრულად