Baby Bag

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ე.წ კომენდანტის საათს, აღნიშნული შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან გაუქმდება. 

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“ - გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს საათამდე.

„კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დასაშვებია გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება, მათგან 2 უკანა სავარძელზე.

წაიკითხეთ სრულად