პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს. აღნიშნულ დასკვნას გიორგი ფხაკაძე გამოცემა ,,ბლუმბერგზე''დაყრდნობით აკეთებს:
,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს.
ახსნა: 1 დოზა ,,ასტრაზენეკას" ვაქცინა, 4 კვირის შემდეგ ,,ფაიზერის" ვაქცინა'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
ნამიბიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის სამკურნალოდ სპილოს ფუნა არ გამოიყენოს
ნამიბიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის სამკურნალოდ სპილოს ფუნა არ გამოიყენოს.
ნამიბიის მოსახლეობამ სპილოს ფუნის გამოყენება კორონავირუსის სამკურნალოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ მედიაში მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
გარემოს დაცვისა და ტურიზმის სამინისტროს სპიკერი, რომეო მუუნდა აცხადებს, რომ სოციალურ მედიაში სპილოს ფუნას უამრავი ადამიანი, საკმაოდ ძვირად ყიდის.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ სპილოს ფუნას კორონავირუსის განკურნება შეუძლია. ამიტომ ეს ინფორმაცია შეიძლება, შეფასდეს როგორც ყალბი განაცხადი.
ნამიბიაში არაერთი ექიმბაში ამტკიცებს, რომ სპილოს ფუნა სხვადასხვა, მათ შორის, თავისა და კბილის ტკივილსაც აყუჩებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლა ამ საშუალებით გადაწყვიტეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ნამიბიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 344 შემთხვევაა დადასტურებული და 36 ადამიანი კი გარდაცვლილი.