პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ... ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის "დელტა" ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! - სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! - მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად...
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ ,,ბონუსებს” ... საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.
ყველაფერი კარგად იქნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 145 პაციენტი მკურნალობს
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. „ბავშვთა ახალი კლინიკის“ დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ მიმართვიანობა გაზრდილია:
„მიმართვიანობა გაიზარდა ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, შესაბამისად კლინიკაში პაციენტების რაოდენობამ იმატა. ამ ეტაპზე გვყავს 145 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 24 პაციენტი მკურნალობს. აქ შეზღუდულები ვართ, იმიტომ, რომ სულ 25 საწოლზე გვაქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილება.“