პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ... ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის "დელტა" ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! - სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! - მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად...
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ ,,ბონუსებს” ... საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.
ყველაფერი კარგად იქნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
„მინდა, ცოტა დავამშვიდო მშობლები და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გაგიზიაროთ“ - პედიატრი ეკა უბერი
„ახალი კორონავირუსი და ბავშვები....
მინდა, ცოტა დავამშვიდო მშობლები და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გაგიზიაროთ... ახალ კორონავისურზე ინფორმაცია და გამოცდილება მხოლოდ რამდენიმე თვეს ითვლის. 2019 წლის დეკემბრამდე ამ ვირუსის შესახებ მეცნიერებისთვის არაფერი არ იყო ცნობილი. ჯერჯერობით არსებული სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთის და სამხრეთ კორეის მაგალითებზე დაყრდნობით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვთა უმრავლესობასთან 94.1% -ში ინფექცია მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდა, (მოზრდილებში ეს მაჩვენებელი 81%-ია), გამოჯანმრთელების პროცენტი თითქმის აბსოლუტურია (მხოლოდ 1 შემთხვევა დამთავრდა ლეტალურად). კონტაგიოზურობის ანუ გადამდებიანობის რიცხვი შედარებით დაბალია, კერძოდ, ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის მიუხედავად, ბავშვთა მხოლოდ 34%-ში დაფიქსირდა ინფიცირება. თამდევი დაავადებები არ განიხილება, როგორც დაავადების მძიმე მიმდინარეობის ხელშემწყობი ფაქტორი. კარგად მართული შაქრიანი დიაბეტი ასევე არ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს.
გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას“.
ამის შესახებ პედიატრი ეკა უბერი სოციალურ ქსელში წერს.