პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ... ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის "დელტა" ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! - სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! - მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად...
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ ,,ბონუსებს” ... საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.
ყველაფერი კარგად იქნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
„თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა,“- გიორგი ფხაკაძე
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში აქტუალური შიმშილობის თემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიმშილობის დაწყებამდე ადამიანმა ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩაიტაროს:
„ეს არის ჩემი, როგორც ექიმის რჩევა. თუ ადამიანს შიმშილობის პროცესში კოვიდი დაემართება, ის ვირუსს უფრო მძიმედ გადაიტანს. მე ვურჩევ, ჯერ აიცრას ერთი დოზით, 21 დღის შემდეგ მეორე დოზით, მერე 14 დღე დაელოდოს და დაიწყოს შიმშილობა. ასე იქნება მისი ორგანიზმი დაცული. მე აქ პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი. მე ვამბობ ორგანიზმზე,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.