პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ... ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის "დელტა" ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! - სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! - მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად...
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ ,,ბონუსებს” ... საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.
ყველაფერი კარგად იქნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
„ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს“ - ხათუნა ზახაშვილი
„ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით რეინფიცირების რაოდენობა მსოფლიოში მატულობს:
„რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის ინფიცირება ხდება ორჯერ, თანმიმდევრულად ისე, რომ ერთი შემთხვევა სრულად გამოჯანმრთელდა და შემდეგ მეორედ დანფიცირდა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა მთელს მსოფლიოში მატულობს.
დღეისათვის საქართველოში რეინფექციაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევა გვაქვს რეგისტრირებული, მათ შორის, 16 შემთხვევაში კვლევა დასრულდა და 3 პირს ვირუსით რეინფიცირება დაუდასტურდა.
როგორც ჩანს ამ ვირუსის მიმართ განწყობა, რომ ცოტა ან თითქმის არ ექნებოდა რეინფიცირების შემთხვევები, არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი. ბოლო კვლევების მიხედვით, მიჩნეულია, რომ სულ ცოტა უკვე გადატანილი შემთხვევების 0,68%-ის ხელმეორე ინფიცირება მოხდა და ასევე დღეისთვის ცნობილია, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც უფრო თანმიმდევრული და მიზანმიმართული კვლევები მიმდინარეობს, რეინფექციის შემთხვევების რიცხვი შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი. ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს და შესაბამისად, ყველას მოგიწოდებთ ყურადღებისკენ,“ - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.