Baby Bag

,,იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ეხლა?! ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია''

,,იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ეხლა?!  ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციასა და ე.წ დელტა შტამის შესახებ წერს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ეხლა?! ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია. 

საკმაოდ ცუდი და საყურადღებო ამბავია!

ფაიზერის ეფექტურობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არის დავარდნილი 64% მდე!!! მანამდე კვლევები აჩვენებნენ 88% ეფექტურობას!

თქვენ წარმოიდგინეთ დაბალ ეფექტური ვაქცინების ეფექტურიბა რა არის....

შეგახსენებთ ადრეული კვლევები გვაჩვენა რომ ფაიზერის ეფექტურიბა იყო 88% და ასტრაზენეკას 60% დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. სხვა ვაქცინების შესახებ ინფორმაცია არ არის. 

ჯანმრთელობას გისურვებთ ...'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ,,ფაიზერის'' ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვაქცინაციის...
„იქ, სადაც დელტა ვირუსი „მძვინვარებს“ არის 5-ჯერ ნაკლები ინფიცირებულიც და გარდაცვლილიც“
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს:„ავსტრიაში გასტრონომია, სასტუმრო, კლუბები, დასასვენებელი ობიექტები ყველაფერი გახსნ...
,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს. აღნიშნულ დასკვნას გიორგი ფხაკაძე გამ...
,,ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:,,ციფრები ჯიუტია. ...
,,გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა''
პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ წერს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ: ,,მოვილიე, მგონი, ჩემი კოვიდი, რომელიც დამემართა, მიუხედავად ი...

შეიძლება დაინტერესდეთ

„კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ... მაგრამ გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი“

„კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ... მაგრამ გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა აჟიოტაჟი არ უნდა შევქმნათ. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც საქართველომ და მთელმა რიგმა ქვეყნებმა დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი. ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკულირებს, მათ შორის ჩვენთან დღეს, თითქმის სულ ბრიტანული შტამია, ისევე, როგორც ევროპაში. ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ეფექტურობით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად