პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფაიზერის მესამე დოზაზე საუბრობს. მისი თქმით, ბუსტერი (მე-3 დოზა) გარდაუვალია:
,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია.
ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო.
ფაიზერმა კვლევა დადო (იხილეთ ბმულში) ბუსტერის აუცილებლობაზე, მაგრამ მაინც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ.
საქართველოში რა უნდა ვქნათ:
ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, მათთვის უნდა გაიხსნას რეგისტრაცია ბუსტერზე (ფაიზერზე 3-5 თვეში).
ფაიზერით აცრილებს რაც შეეხება, უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი გეგმა, ისე რომ მე-2 დოზიდან 6 თვის შემდეგ საშუალება მიეცეს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ ფაიზერის ბუსტერზე (მე-3 დოზა).
აუცილებელია ღია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვთქვათ სიმართლე.
ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ მოვიქცევით პრაგმატულად და ყველა გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმზე და ნამდვილ პატრიოტიზმზე,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
პროფესორი ასევე საუბრობს სინგაპურის კვლევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ფაიზერით ან მოდერნათი ვაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ:
,,სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ ვინაიდან უმრავლესობა:
შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ,
მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება,
საკმაოდ დაბალია ალბათობა, რომ მოხვდნენ რეანიმაციაში ან გარდაიცვალონ,
მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი,'' - დასძინა გიორგი ფხაკაძემ.
,,მინდა მშობლები დავამშვიდო, დელტა შტამი განსაკუთრებული სიმძიმით ბავშვებში არ მიმიდინარეობს,'' - აღნიშნავს პედიატრი.
სიმპტომებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დელტა შტამს ახასიათებს ყველა ის კლინიკური ნიშანი, რაც ახასიათებს რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებს, ძირითადად კი ზემოსასუნთქი ინფექციების კლინიკური ნიშნები. ყნოსვისა და გემოს დაკარგვა უფრო ხშირია 9-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვიდრე 1 წლამდე ბავშვებში. ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, მივარდნილობა, მაღალი ტემპერატურა უფრო მეტია 9 წლამდე, ვიდრე 9-დან 19 წლამდე.
პედიატრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მიუხედავად ვაქცინირებისა, დაიცვან ჰიგიენური ნორმები - პირბადე, დისტანცია და პირადი ჰიგიენა. ასევე მნიშვნელობანია სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.