ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს,“- ბიძინა კულუმბეგოვი ინგლისში შეზღუდვების მოხსნაზე
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ინგლისში მომავალი კვირიდან შეზღუდვების გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ინგლისი მომავალი კვირიდან კოვიდის მართვის გეგმა B -ზე გადადის, რაც გულისხმობს:
- დახურულ სივრცეში სავალდებულო ნიღბების ტარების გაუქმებას;
- დისტანციური მუშაობის მოწოდების გაუქმებას;
- კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმებას, ამ რეგულაციის მხოლოდ კერძო ორგანიზაციების პრეროგატივად დატოვებას.
პ.ს. ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს. შეხსენებისთვის, ესაა ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90.7% ერთი დოზით აცრილია, 83.5% ორი დოზით აცრილია, ბუსტერული დოზით 63.7% აცრილია,“- აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.