Baby Bag

თბილისის ზოოპარკში მცხოვრები სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირი გახდება

თბილისის ზოოპარკში მცხოვრები სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირი გახდება

31 ოქტომბერს თბილისის ზოოპარკში მცხოვრებ სპილო „გრანდს“ BBC დოკუმენტურ სერიალში Big Animal Surgery-ში (დიდი ცხოველების ოპერაციები) გადაიღებენ, - ამის შესახებ იფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

„გრანდი“ ხომ გახსოვთ? ჩვენი სპილო, 4 წლის წინ ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია რომ გადაიტანა? მთელი ქვეყანა რომ გულშემატკივრობდა და ბავშვები დასაძინებლად არ წვებოდნენ, მისი წამოდგომის მოლოდინში. პირველი ოპერაციის შედეგად გრანდს მხოლოდ ერთი ჩატეხილი ეშვი ამოვუღეთ. მეორე? აი, დადგა მეორე პრობლემის მოშორების დროც. 31 ოქტომბერს გრანდს ისევ მოუწევს პაციენტის როლის მორგება და არა მხოლოდ პაციენტის, ამჯერად ჩვენი სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირიც გახდება... BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით Bიგ Aნიმალ შურგერყ – „დიდი ცხოველების ოპერაციები“. თითოეულ ეპიზოდში თითო ცხოველის ამბავს გვიამბობენ და გვიჩვენებენ, როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტექიმები უნიკალურ ოპერაციებს ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად. სერიალის ერთი ეპიზოდი მთლიანად გრანდს მიეძღვნება. ხუმრობა საქმე ხომ არაა - BBC, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების შემქმნელი, თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელ მსოფლიოს გააცნობს,“ - აღნიშნულია პოსტში.