Baby Bag

,,მაცნობეთ ისეთი ადამიანების შესახებ, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება''

,,მაცნობეთ ისეთი ადამიანების შესახებ, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება''

​ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. გიორგი ღოღობერიძე გამომაწერებს თხოვნით მიმართვას, რომ ისეთი ადამიანების შესახებ აცნობონ, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. მაგალითად, ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ ექიმთან მისვლა, საკუთარი ხარჯებით მედიკამენტების ყიდვა და ა.შ

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელ​ობაზე

„როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები“ - გიორგი ღოღობერიძე...
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:​„ახლა ვუსმენდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მ...
,,კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი, სწორ მიმართულებას მოგცემთ და გვ...
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ახალ კამპანიას იწყებს - ექიმი სახლში. კამპანიის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელსაც ​MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:,,რაც წინა ჯერზ...
,,ამ დროის განმავლობაში კლინიკის გასახსნელად ძალიან ბევრ ადგილას და ბევრ ადამიანთან მქონდა...
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:,,ამ დროის განმავლობაში კლინიკის გასახსნელად ძალიან ბევრ ადგილას და...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მართლა არ ვიცი თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ''

,,მართლა არ ვიცი თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართვეკლოში არსებულ ეპიდემიურ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, სამწუხაროდ ჩაკეტვისკენ მიდის საქმე არავის არ უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს რომ არ ჩავიკეტოთ:

,,31,321 აქტიური შემთხვევაა. აქამდე რეკორდი 2020 წლის 12 დეკემბრის 30,944 აქტიური შემთხვევა იყო და ასევე რეკორდული 53 გარდაცვლილი 2020 წლის 19 დეკემბერს. აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქართველოსთვის.

სამწუხაროდ, ჩაკეტვისკენ მიდის საქმე. არავის არ უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, რომ არ ჩავიკეტოთ. 

სამედიცინო /მეცნიერული /საზოგადოებრი ჯანდაცვის კუთხით და უბრალოდ საღი გონებით თუ იფიქრებ, საქართველო იყო ჩასაკეტი 2021 წლის 1 ივლისში. ეს მაშინ, როცა მე პირველმა გავბედე და ვთქვი (არსებული მტკიცებულებებზე დაფუძნებუთ) რომ საქართველოში მე-4 ტალღა დაიწყო.

მართლა არ ვიცი, თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ.

არ აიცრათ. არც სახლში დარჩეთ. არც პირბადე ატაროთ. ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად