ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში. MomsEdu.ge გთავაზობთ მათ პოსტს:
„ინფორმაცია, რომელიც
- გემოს და ყნოსვის ნაწილობრივ დაქვეითება, სრული გაქრობა ან გაუკუღმართება (როცა ყველაფერს მხოლოდ ერთი სპეციფიკური სუნი ან გემო აქვს, მაგალითად, დამპალი ხორცის, დამწვარი რეზინის და ა.შ.). ეს ორი სიმპტომი ყველაზე სპეციფიკურია.
- ცხელება, შემცივნება, კანკალი;
- გონების დაბინდვა;
- მეხსიერების დაქვეითება;
- ძლიერი ზოგადი სისუსტე;
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
- სხეულის კუნთების ტკივილი (ხშირად უმძიმესი);
- ყელის ტკივილი, წვის შეგრძნება, ან ყელში უცხო სხეულის შეგრძნება; ი) სურდო (დელტა ვარიანტს ეს განსაკუთრებით ახასიათებს);
- ხველება, სუნთქვის გაძნელება;
- გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი;
ამას ასევე შეძლებთ პულსოქსიმეტრით ან ელექტრონული წნევის საზომი აპარატით.
- უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას.
- შეუძლოთ ყოფნის გამო ვერ იღებთ საკმარისი რაოდენობით სითხეს და საკვებს.
- გონების დაბინდვა.
- მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
- სუნთქვის გამოხატულად პროგრესირებადი უკმარისობა.
- ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი და იწვევს ქოშინს; ანუ ქოშინი მინიმალური დატვირთვისას.
- სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში). მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის გახშირება წუთში 24 ჩასუნთქვაზე მეტი დაავადების პროგრესირების მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.
- ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას
- ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია ოთახის ჰაერზე, <92%-ზე (მუდმივად), ან <95%-ზე, მაგრამ მას თან ახლავს სუნთქვის სიხშირის მყარი მომატება, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
- პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
- ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში. მაღალი ტემპერატურის ფონზე გულის აჩქარება მოსალოდნელია, მაგრამ არ უნდა დარჩეს იგივე ტემპერატურის ნორმალურ ფარგლებში დაბრუნებისას.
- ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.
- საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ იღებ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო.
- დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
- ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს).
მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტები, რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ, დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებენ.
რისკის კრიტერიუმები:
- ორსულობა;
- ასაკი (> 65 წელზე);
- მოხუცებულთა სახლის მაცხოვრებლები;
- იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები, როგორებიცაა: შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი;
- კარდიოვასკულარული დაავადებები: როგორიცაა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათიები
- ონკოლოგიური დაავადებები;
- სიმსუქნე;
- დიაბეტი;
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
- ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები;
- ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია;
- სისხლის დაავადებები როგორიცაა ნამგლისებური ანემია;
- ორგანოგადანერგილი პაციენტები.
რისკის ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს კოვიდ-19-ის რთული ფორმებით გარანტირებულ მიმდინარეობას. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გართულებების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არანაირი რისკის ფაქტორი არ აღენიშნებათ. არამიზნობრივი მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია ამ ჯგუფში განსაკუთრებით საშიშია! სწორედ ამიტომ, აუცილებელია მათი მდგომარეობის დეტალური აღწერა და კონტროლი.
იზოლაციაში უსაფრთხოდ ყოფნის მთავარი წესებია; ბევრი მოძრაობა, სიმშვიდე და პროფესიონალური ინსტრუქციის ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები ჰქონდეთ მეზობლად მცხოვრებ ინფიცირებულებს. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ ერთმანეთს კართან დაუტოვოთ. კონტაქტი უპირობოდ უნდა იყოს დისტანციის წესების უმკაცრესი დაცვით!
- პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გამოხატული და დინამიკაში დამძიმებული);
- ლეთარგიის, ძილად მიგდების, გონების სრული დაბინდვის შემთხვევაში;
- გამოხატული მწვავე კორონარული სიმპტომის ან გულის უკმარისობის დროს, თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას.
- ქართული გზამკვლევის თანახმად, 12 დღე პირველი სიმპტომების დაწყებიდან ან დადებითი პსრ ტესტის დაფიქსირებიდან, უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში!
- იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე!
- განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის!
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)