Baby Bag

ლატარია მათთვის, ვინც ვაქცინას გაიკეთებს - დეტალები

ლატარია მათთვის, ვინც ვაქცინას გაიკეთებს - დეტალები

საკოორდიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ადამიანები, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, ლატარიაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. 

,,ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მლნ. 800 ათას ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურად, გარდა ამისა იქნება კვირაში ერთხელ შემაჯამებელი გათამაშება. ასევე იქნება წლის ბოლოს დამატებითი შემაჯამებელი გათამაშება და მისი საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარი იქნება. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი,'' - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. 

კიდევ უფრო მეტ დეტალს ლატარიის კომპანიისგან შეიტყობს მოსახლეობა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია''

,,კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია''

კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვების ტალღა თითქმის გადავლილია:

„ბავშვების ტალღა ჩვენ თითქმის გადავიარეთ, რადგან გაცილებით უფრო მძიმე პაციენტები გვყავდა, დაახლოებით, 2 კვირის წინ. შესაბამისად, ჩვენ მობილიზაცია გავუკეთეთ ბავშვთა საწოლების მაქსიმალურ რაოდენობას. დღესდღეობით ძალიან კარგია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებია ბავშვებში ინფიცირება. ჩვენ ამას, ალბათ, ვირუსის თვისებას არ დავაბრალებთ, დავაბრალებთ უფრო მეტად იმას, რომ მშობლებიც, გამომდინარე იქედან, რომ დაინახეს რამდენად აგრესიულია ვირუსი ბავშვებთან მიმართებაში, გაცილებით უფრო ფრთხილები გახდნენ და იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია სახელმწიფოს მხრიდან“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად