Baby Bag

,,დამშვიდდით, დაწყარდით, მე-5 ტალღა ოქტომბერში არ იქნება'' - გიორგი ფხაკაძე მე-5 ტალღის დაწყების დროს ასახელებს

,,დამშვიდდით, დაწყარდით, მე-5 ტალღა ოქტომბერში არ იქნება'' - გიორგი ფხაკაძე მე-5 ტალღის დაწყების დროს ასახელებს

​პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში მე-5 ტალღის დაწყების შესახებ პროგნოზს აკეთებს. მისი თქმით, მე-5 ტალღა არა ოქტომბერში, არამედ იანვარში დაიწყება და ამისთვის ყველანაირად უნდა მოვემზადოთ. 

ნახეთ ვიდეო ☝️



არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დ​ედების ჯგუფი“)

,,სავარაუდოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში ფაიზერის ვაქცინა უფრო ეფექტურია''
,,ფაიზერის'' დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალის შესახებ ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:,,გახანგრძლივებული ინტერ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ღირს გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გამწარება დანარჩენის შიშებისა და კომფორტის ხარჯზე“ - ზურაბ გურული ტოტალურ ჩაკეტვაზე

„არ ღირს გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გამწარება დანარჩენის შიშებისა და კომფორტის ხარჯზე“ - ზურაბ გურული ტოტალურ ჩაკეტვაზე

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი „ლოქდაუნთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ ტოტალურ ჩაკეტვას აზრი არ აქვს. როგორც იგი აღნიშნავს, „ლოქდაუნმა“ პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ ეს პიკი ადვილად მოსავლელი ზაფხულიდან, ზამთრის უმძიმეს თვეებს დაემთხვევა. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

„უკვე არაერთი პატივცემული ადამიანისგან გავიგონე სასოწარკვეთილი მოთხოვნა მთავრობისადმი ტოტალური „ლოქდაუნის“ შესახებ. ჩემი მოკრძალებული აზრით, ასეთი სვლა არ იქნება მართებული და დიდი ალბათობით მსხვერპლი გაიზრდება კიდეც იმათ ხარჯზე, ვინც სხვა დაავადებების მოულოდნელი გამწვავების, შიმშილისა და ფინანსური სასოწარკვეთისაგან დაიღუპება.

​დაფიქრდით! იმ დაუძლურებულ, სახლში გამოკეტილ ადამიანებს ჭამაც სჭირდებათ და მიმხედავიც. კოლოსალური, ხშირად აბსოლუტურად აბსურდული ჯარიმები საერთოდ ამოვარნილია ეპიდემიოლოგიური და სამართლებრივი კონტექსტებიდან და კიდევ უფრო მეტ აგრესიასა და სასოწარკვეთას იწვევენ. როგორც ხედავთ, ტოტალურმა „ლოქდაუნმა“ პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ ეს პიკი ადვილად მოსავლელი ზაფხულიდან, ზამთრის უმძიმეს თვეებს დაემთხვევა. საერთოდ, „ლოქდაუნს“ და მსგავს პრიმიტიულ, მკვეთრ შეზღუდვებს აზრი აქვთ მაშინ, როდესაც იცი, რას გააკეთებ მისი ჩამთავრების შემდეგ. სხვაგვარად ეს სრული უაზრობაა. სულ დასაწყისში „ლოქდაუნი“ გამართლებული იყო „აზრზე მოსასვლელად“; რამდენად გამოვიყენეთ მოგებული დრო, ეს სხვა საკითხია.

​ამჟამინდელი ამოცანა არის კლინიკების მაქსიმალური განტვირთვა. ამას სჭირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრული სიმძლავრით ამუშავება. ყველა უმადლის კერძო დაზღვევის პირველად რგოლს; მშვენივრად ახერხებენ პაციენტთა მონიტორინგს სახლებში. გაიზიარეთ მათი გამოცდილება. გახსენით რაც შეიძლება მეტი ცხელი ხაზი და დასვით იქ სტანდარტული გაიდლაინებით გაწვრთვნილი ექიმები. ყოველი ცხელი ხაზის ცენტრს მიამაგრეთ 2-3 ფსიქოლოგი, რომლებიც ჩაერთვებიან საუბარში ისტერიკაში მყოფ პაციენტებთან და გარწმუნებთ, ასეთები მინიმუმ 30-40-%-ს შეადგენენ საერთო მიმართვებიდან.

​შექმენით მობილური ლაბორატორიები. არ არის ამისთვის სასწრაფოს მანქანები საჭირო; ცელოფანით შესაბამისად გატიხრული მსუბუქი მანქანებიც გამოდგება, რომლებიც ატარებენ ლაბორანტებს გამოძახებაზე, ან კლინიკებში მიიყვანენ შესაბამის პაციენტს რადიოლოგიური კვლევისათვის. ასე განტვირთავთ სასწრაფოსაც.

​საავადმყოფოებში გადაიყვანეთ მხოლოდ უმძიმესები! მხოლოდ დამატებითი ჟანგბადის მისაცემად კლინიკა არ არის საჭირო. დაურიგეთ ასეთ პაციენტებს ჟანგბადის პატარა ბალონები და ცვალეთ 24 საათში ერთხელ.

​დაიწყეთ ამის ორგანიზება და ორ კვირაში განტვირთავთ კლინიკებს. ვაქცინა არ იქნება დიდხანს!!! „ლოქდაუნს“ თუ გააკეთებთ ერთი თვით, იძულებული იქნებით გახსნათ მერე და ზუსტად იგივე მოხდება კიდევ ერთი თვის შემდეგ. ამიტომ, არ ღირს ნაჯახით მუშაობა და გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გამწარება დანარჩენის შიშებისა და კომფორტის ხარჯზე. ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც,“ - წერს ზურაბ გურული.

წაიკითხეთ სრულად