ქვეყნის ინფექციონისტები „მიუ“ შტამის აღმოჩენის თეორიულ ალბათობას არ გამორიცხავენ, თუმცა მათი განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუტირებულ შტამს უკვე 9 თვეა „საინტერესო შტამად განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე გავრცელებულ შტამებთან შედარებით, ის ნაკლებად სახიფათოა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.
„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალი (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება საქართველოში მოხდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად გახდება ის გავრცელებდი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„საიმედო ნაბიჯები იდგმება, არ შეშინდეთ! ჩვენ დავამარცხებთ COVID-19-ს“
„საიმედო ნაბიჯები იდგმება, არ შეშინდეთ! ჩვენ დავამარცხებთ COVID-19-ს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს.
„დონალდ ტრამპმა ამ წუთას გააკეთა განაცხადი ჰიდროქსიქლოროქინის სულფატი-ის გამოყენების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგების შესახებ COVID-19-ის მკურნალობაში და ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა ქვეყნის მასშტაბით (მკურნალობის მიზნით), ხოლო ვირუსის ორგანიზმში შეჭრის პრევენციისთვის და მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოიყენებულმა რემდესივირმა შესანიშნავი შედეგები აჩვენა!!! საიმედო ნაბიჯები იდგმება!!! არ შეშინდეთ!!! ჩვენ დავამარცხებთ COVID-19-ს, უბრალოდ იყავით კანონმორჩილნი დაიცავით და მკაცრად შეასრულეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი პროფესიონალიზმის წინაშე) სპეციალისტების რჩევები!!! სხვათა შორის, ჩვენებიც უკვე იყენებენ ამ პრეპარატებს წარმატებით. P.S არის კიდევ ბევრი სხვა მედიკამენტი, რომელიც გვაიმედებს და დაგვეხმარება რთული ფორმების მკურნალობაში, მათ შორისაა ტოცილიზუბამი (აქტემრა), რომელსაც მე დიდი ხანია ვიყენებ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ!!!“ - წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“